არის მუნდიალზე კადრები, უკადრებელის მკადრები - რობერტო კარლოსი რუსებს ფეხბურთელების "რეალში" გადაყვანაში ხელის შეწყობას დაპირდა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე ექსპერტად არაერთი ცნობილი საფეხბურთო მოღვაწე მუშაობს, ამაში დიდ ფულსაც იღებენ და ტურნირის მასპინძელს დითირამბებს უძღვნიან.

ამას წინათ კრემლში სტუმრობის გამო მარკო ვან ბასტენი და ლოთარ მათეუსი გააკრიტიკეს და ითქვა, რომ ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ, ახლა კი ბრაზილიის ნაკრებისა და "რეალის" ყოფილმა მცველმა, რობერტო კარლოსმა "გამოიჩინა თავი", რომელიც ფეხბურთელის კარიერის დასასრულს მახაჩკალის "ანჟიში" თამაშობდა.

- რუსეთის ნაკრებში ყველაზე მეტად ძიუბა მომეწონა, ყველაზე მთავარი კი გულშემატკივრებთან გუნდის ურთიერთმოქმედებაა.

- ძიუბა "რეალში" ვერ ათამაშდებოდა?

- თქვენი ნაკრების ყველა ფეხბურთელი სწრაფად
პროგრესირებს. ძიუბა, ძაგოევი, სმოლოვი - თამასა მაღლა ასწიეს. რაც შეეხება "რეალს"... მათ ტრანსფერებზე კლუბის პრეზიდენტს, პერესს დაველაპარაკები!

altდასავლეთში ვან ბასტენისა და მათეუსის პუტინთან სტუმრობით აღშფოთებულნი არიან - ისინი ფულის გამო ყველაფერს იკადრებენ

მკითხველის კომენტარები / 4 /
ხო ისკო, ბეილი და ცენტრში.....დზიუბა))
გიორგი
09:26 14-07-2018
2
ენამახვილ! ))
ვვვ
10:42 14-07-2018
0

სიახლეები პოპულარული