ბელგია VS ინგლისი - მუნდიალის ფავორიტები მე-3 ადგილისთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
დღეს 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-3 ადგილისთვის შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს ბელგია და ინგლისი დაუპირისპირდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ორივე ნაკრების მწვრთნელმა შესაძლოა გადახალისებული შემადგენლობა დააყენოს.

ბელგიელები 1/2-ფინალში საფრანგეთთან, ხოლო ინგლისელები ხორვატებთან დამატებით დროში დამარცხდნენ.

რობერტო მარტინესის გუნდი მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება. გარეთ საუტგეიტის განკარგულებაში კი შესაძლოა კაილ უოლკერი, კირან ტრიპიერი და ჯორდან ჰენდერსონი არ იყვნენ.

შეხვედრის არბიტრი ირანელი ალირეზა ფაგანი იქნება, რომელმაც მიმდინარე მუნდიალზე 3 შეხვედრა იმსაჯა.

ის საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებების 1/8-ფინალურ მატჩსაც სჯიდა, სადაც მან 8 ყვითელი ბარათი აჩვენა.

გუნდების
სავარაუდო შემადგენლობები ასეთია:

ბელგია (3-4-3): კურტუა, ვერტონგენი, კომპანი, ალდერვეილელდი, ჩადლი, ფელაინი, ვიტსელი, მუნიე, აზარი, ლუკაკუ, ბრუინი.
ინგლისი (3-5-2): პიკფორდი, უოლკერი, სტოუნსი, მაგუაირი, ალექსანდრ-არნოლდი, ლინგარდი, დაიერი, დელფი, როუზი, კეინი ვარდი.

შეხვედრა სანქტ-პეტერბურგში, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

altსაუტგეითი მესამე ადგილისთვის მატჩში მეორე შემადგენლობას ათამაშებს?

მკითხველის კომენტარები / 4 /
ანუ რაგამოდის რომ მსოფლიოზე მესამე ადგილი არაფერია??თან ამორი გუნდისთვის რომელსაც საუკუნეა მეოთხედ ფინალიც კიარ უთამაშიათ((((
euhh
12:36 14-07-2018
0
უმოტივაციო თამაშია, საერთოდ უნდა გაუქმდეს პატარა ფინალი, ზოგადად ბელგია გაცილებით მაღალი კლასის გუნდია და გამართულ ფეხბურთს თამაშობს; ინგლისი კოლუმბიას არ უნდა გასცდენოდა...
morte
11:40 14-07-2018
8

სიახლეები პოპულარული