ზლატკო დალიჩი: ეს საქართველოსთვის სიგნალია

AutoSharing Option
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა ზლატკო დალიჩმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ საქართველო მოიხსენია.

ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა:

- ბევრი ფიქრობს, რომ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი პატარა ქვეყნებისთვის დიდი მოტივაციაა, რადგან იგივე ხორვატიაც პატარა ქვეყანაა, რომელმაც ფინალში ითამაშა. პირველ რიგში მოტივაციაა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. რა იქნება თქვენი მესიჯი პატარა ქვეყნებისთვის?
- ჩვენს ავტობუსს აწერია: "პატარა ქვეყანა - დიდი ოცნება". უნდა გჯეროდეს შენი წარმატების. ეს სიგნალია ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც ხორვატიაა, იგივე საქართველოსთვის. უნდა გაგაჩნდეთ
ოცნება და ამბიცია, არასოდეს არ უნდა დანებდეთ და გჯეროდეთ გამარჯვების. უკან ვიხედები და ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით და ჩემი ქვეყნით.

altზლატკო დალიჩი: მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ასეთი პენალტი არ ინიშნება

alt20 წლის შემდეგ - საფრანგეთმა ფორტუნის და კლასის ხარჯზე დაამარცხა ხორვატია და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

altპეტერ შმეიხელი: მსაჯმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი მოიპარა

altფიფამ საუკეთესოები დააჯილდოვა

altხორვატმა ფეხბურთელმა დაჯილდოებისას ვლადიმირ პუტინს ხელი არ ჩამოართვა [VIDEO]

altლუკა მოდრიჩი: პიტანას მსაჯობით გაოგნებულნი ვართ

altდიდიე დეშამი: საფრანგეთს შესანიშნავად არ უთამაშია, მაგრამ დიდი ფსიქოლოგიური ძალა აჩვენა

მკითხველის კომენტარები / 38 /
ნელნელა ვგრძნობ რომ ფეხბურთი უფრო და იფრო მზიზღდება რაც დრო გადის იმ უსამართლობების და სიბინძურის გამო რაც ჩემპიონთა ლიგებზე დაფიფას თამაშებში ხდება და დარწმუნებული ვარ ჩემნაირად ბევრს აქვს უკვე ეს განცდა
T.q
16 ივლისი 2018 10:59
1
ტყუილია. უსინდისო. არსად უხსენებია საქართველო. მართლა სირცხვილია ყველგან ტყუილი პოლიტიკური მოსაზრებებით. თფუი თქვენ
ნიკა
16 ივლისი 2018 02:52
14
ტალანტებს გაუმარჯოს.მთავარია არ დაკარგოთ .მივალთ მაქამდე
რუსთავი
16 ივლისი 2018 00:44
0
ყოჩაღ ხორვატებს და მათ მწვრთნელს. ისე რა საინტერესოა საქართველო რატო გაახსენდა ნეტა ბებია ქართველი ხომ არ ყავდა ზლატკოს ? :))) გვარიც როგორ ჟღერს დალიჩი ანუ დალის შვილი რომ გადმოვთარგმნოთ :)
irakli81
16 ივლისი 2018 01:52
0
რა არის გაუგებარი, "ხორვატიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენციაზე პირველი არხის ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ მას კითხვა დაუსვა" - ხოდა გასცა პასუხი და საქართველოც ახსენა.
აჩი
16 ივლისი 2018 10:53
0
გაიგო დაჰაჰავების ამბავი ალბათ და რომ იკითხა ვინ აჰაჰავებსო მოახსენეს ქართველები არიანო, სავარაუდოდ მასე მოხვდა! ))
fsiuuu
16 ივლისი 2018 02:11
3
სიგნალი კი არა საყვირი ვეღარ შველის ბატონო საქართველოს
41
16 ივლისი 2018 17:23
0
ხორვატებს მომავალშიც უსურვებ წარმატებას,რაცშეეხება მესიჯს,არაფერი მესიჯი არაა საჭირო,უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა,საქმე რასაც აკეთებ(ხელფასისთვის არუნდა აკეთებდე მხოლოდ)გულშემეტკივარი უნდა გიყვარდეს შენი და შენი საწმის სიყვარული და თავდადება უნდა გამოძრავებდეს(სპორტშიც,ქსოვაშიც,თოხნაშიც და ყველაფერში)
euhh
16 ივლისი 2018 13:06
0
კარგით რა საბერძნეთი არ იყო პატარა ქვეყანა ?მასპინძელ პორტუგალიას ორჯერ მოუგო გახსნაზე და ფინალში და მერე იტყვიან დაუმსახურებლად მოიგოო
xristo
16 ივლისი 2018 10:28
2
საბერძნეთში 11 მილიონი ცხოვრობს და ორი ადენი ბერძენი ქვეყნის გარეთ,რამდენად პატარა ქვეყანაა აბა განსაზღვრე ჩვენთან შედარებით.
ზას.
16 ივლისი 2018 10:58
1
რა პატარა ქვეყანა, რა ზღაპრებს ყვებით, ბალკანელებმა ყოველთვის იცოდნენ ფეხბურთის თამაში, გინდ იუგოსლავიის ნაკრებში, გინდ ახლა, სერბეთის და ხორვატების სახით.
ისე ცნობისათვის, ურუგვაიში, ხორვატებთან შედარებით ერთ მილიონზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს და ვისზე ნაკლებად თამაშობენ ფეხბურთს.
მსგავსი იდიოტური ლოგიკით მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენზია მუდმივად ჩინეთს, ინდოეთს, აშშ-ს და რუსეთს უნდა ქონდეს
გოგა
16 ივლისი 2018 14:36
3
მარტო ქვეყნის პოპულაცია რომ წყვეტდეს ფეხბურთში წარმატებას ჩინეთსა და ინდოეთს ოთხ-ოთხი მსოფლიო თასი უნდა ჰქონდეთ მინიმუმ მოგებული.
ირაკლი
17 ივლისი 2018 10:57
0
რა წაიღეთ ტვინი ამ დიდი-პატარა ქვეყნებით, ურუგვაი რომ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი 1950 წელს, მოსახლეობა თუ არ ვცდები 2მილიონზე მეტი არ იყო თუ 3 მაგრამ რა?
1234
16 ივლისი 2018 14:52
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული