15 ივლისს რუსეთში, დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარე მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის ფინალური მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში "ლუჟნიკის" მოედანზე პანკ-ჯგუფის, Pussy Riot-ის 4 წევრი შეიჭრა.
ჯგუფის წევრები პოლიციელის ფორმებში იყვნენ გამოწყობილნი.
"ფეისბუქზე" ჯგუფმა საკუთარ ქმედებას აქცია "მილიციონერი თამაშში ერთვება" დაარქვეს.
მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანების გათავისუფლება და რუსეთში პოლიტიკური კონკურენციის შექმნა არის.
1. თავისუფლება პოლიტპატიმრებს
2. არ ჩასვან ადამიანები ციხეში "ლაიქების" გამო
3. შეწყდეს უკანონო დაკავებები აქციების დროს
4. შესაძლებელი გახდეს რუსეთში პოლიტიკური კონკურენცია
5. შეწყდეს კრიმინალური საქმეების ფაბრიკაცია
6. მიწიერი მილიციონერი ზეციურ მილიციონერად გადაიქცეს

შეხვედრის სტიუარდებმა 4-ვე წევრის დაკავება მოახერხეს. აღსანიშნავია, რომ ინტერნეტში ჯგუფის ორი დაკავებული წევრის დაკითხვის ვიდეოც გავრცელდა, სადაც მილიციელი მათ შეურაცხყოფას აყენებს.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2018-ის ფინალური მატჩი საფრანგეთისა და ხორვატიის ნაკრებებს შორის ფრანგების გამარჯვებით, ანგარიშით 4:2 დასრულდა.