ტედი რინერმა ადილ რამი დააგდო - ფრანგი ფეხბურთელების დაპირებები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე საინტერესო პირობა დადეს.

ფეხბურთელებიდან ზოგმა სოციალურ ქსელებში და ზოგმა ტელეეკრანებზე პირობა დადო, მსოფლიოს ჩემპიონატის მოგების შემთხვევაში რას იზამდა.

აი, მაგალითად, ადილ რამიმ პირობა დადო, რომ მუნდიალის მოგების შემთხვევაში ცნობილ ფრანგ ძიუდოისტთან, ორგზის ოლიმპიურ და მსოფლიოს 10-გზის ჩემპიონთან, ტედი რინერთან სპარინგს გამართავდა და ეს პირობა შეასრულა კიდეც.

"მარსელის" მცველი ადილ რამი რინერს ერთ-ერთ გადაცემაში შეხვდა, სადაც რინერმა ის ტატამზე დააგდო და ილეთის გაკეთების საშუალება ფეხბურთელსაც მისცა.

საინტერესოა ფრანგი ფეხბურთელების სხვა დაპირებები, რომლებიც ჯერ არ
შესრულებულა:

  • ტომა ლემარი: თმის შეღებვა
  • ნაბილ ფეკირი და ოლივიე ჟირუ: თმის გადაპარსვა
  • უგო ლორისი: ნიცის ბარებში ალკოტურის მოწყობა
  • ბლეზ მატუიდი: პარიზიდან ტურინში (800 კმ) ველოსიპედით წასვლა

ყველაზე მეტად, ალბათ, მატუიდის გაუჭირდება. 800 კილომეტრის გავლა ველოსიპედით ადვილი გამოწვევა არაა.

შეგახსენებთ, რომ 15 ივლისს საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ფინალში ხორვატიის ნაკრები ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული