The Guardian: სალაჰს გროზნოში მოსვენება არ მისცეს - ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობდა

AutoSharing Option
"გარდიანისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეგვიპტის ნაკრების თავდამსხმელმა მოჰამედ სალაჰმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატისას გროზნოში თავს კომფორტულად არ გრძნობდა.

"ვისურვებდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე უფრო უსაფრთხოდ ვოფილიყავი, არამარტო მე, არამედ მთელი გუნდი. რუსეთში ყოფნისას ძალიან ხშირად გვაწუხებდნენ. ორჯერ რესტორნიდან გამოსვლა გამიჭირდა, რადგან იქ ბევრი ხალხი იყო და ეს უსაფრთხო არ გახლდათ. ხშირად მოდიოდნენ ნომერში დაუპატიჟებელი სტუმრები, რომელთაც გასაუბრება უნდოდათ".

შეგახსენებთ, გროზნოში ჩასვლის პირველ დღეს მას სასტუმროში ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი დაადგა, გააღვიძა და სტადიონზე წაიყვანა. კადიროვმა მოჰამედი გროზნოს საპატიო მოქალაქედ აირჩია და სამკერდე
ნიშანიც კი მიაბნია მაისურზე.

altმოჰამედ სალაჰს რამზან კადიროვის გამო ეგვიპტის ნაკრების დატოვება უნდა

altსალაჰის მორიგი აღიარება - მას კადიროვმა ჩეჩნეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა

altკადიროვმა სალაჰი გააღვიძა და თავისი პიარისთვის სტადიონზე წაიყვანა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული