მატერაცი: საფრანგეთთან ნამატჩევს იტალიელებს ჩემი ნაფეხურები უნდა ეკოცნათ, მათ კი...

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა მარკო მატერაციმ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა. საფრანგეთთან მატჩში მან ზინედინ ზიდანის პროვოცირება მოახერხა, რის შემდეგაც მსაჯმა გააძევა. "სკუარდა აძურამ" გაიმარჯვა (1:1, პენ 5:3), იტალიელთაგან კი გოლი მე-19 წუთზე მატერაციმ გაიტანა.

"ფრანგები ზიდანს იცავდნენ, მე კი ჩემმავე თანამემამულეებმა კინაღამ დამგლიჯეს. მე მათ ნამდვილ იტალიელებად არ მივიჩნევ. პატრიოტი ვარ და იტალიის ღირსებას ყოველთვის დავიცავ.

მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მათმა კრიტიკამ მატკინა ყველაზე მეტად გული. ამ ხალხს ჩემი გოლის შემდეგ ჩემი ნაფეხურები უნდა ეკოცნა", - განაცხადა მატერაციმ "ინსტაგრამის"
პირდაპირ ეთერში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იტალიის ღირსებას დავიცავო!კიდევ ვერ გაუგია,რომ შესაძლოა ოქროს მედლები მოუტანა,მაგრამ სწორედ ღირსება დაუკარგა იტალიელებს.
სოსო
09:55 17-04-2020
4
არ მიკვირს, რო შენისთანა ...მ დღესაც ვერ გაიგო, რა ჩაიდინა. გადაუთარგმნეთ
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული