თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა თავიანთი ქვეყნების ნაკრებებს წარმატება მიულოცეს

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში თურქეთმა სტამბოლში 4:2 დაამარცხა ნიდერლანდები, ხოლო უკრაინამ პარიზში ფრეს (1:1) მიაღწია საფრანგეთთან. თავიანთი ქვეყნების ნაკრებებს ტურნირზე წარმატებული სტარტი თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა მიულოცეს.

ვლადიმირ ზელენსკი (უკრაინის პრეზიდენტი): "ფრე გასვლაზე მსოფლიოს ჩემპიონებთან - not bad. ვულოცავ გუნდსა და მწვრთნელს მაგარ შედეგს, რომელიც მიღწეულ იქნა მიუხედავად სოლიდური საკადრო დანაკლისისა! წინ, უკრაინა!", - წერს ზელენსკი "ტვიტერზე".

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სპორტისა და ახალგაზდულ საქმეთა მინისტრს, მეხმეტ კასაპოღლუს დაურეკა, რომელიც ნამატჩევს ეროვნული გუნდის გასახდელში
იმყოფებოდა, ცალკე მიმართა ჰეთ-თრიკის ავტორ ბურაკ ილმაზს და უთხრა: "აი, ეს იყო საჯარიმო!"

ერდოღანმა გუნდს განუცხადა: "ასეთი თამაში მთელი ქვეყნის საბრძოლო სულისკვეთებას აამაღლებს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყანას მიხედოს, რომ დააქცია სულ.
Gio
25 მარტი 2021 18:06
16
100%!
grisha dedakimovi
26 მარტი 2021 04:02
4
ზურაბიშვილმა ააშენა საქართველო?
hehebooii
25 მარტი 2021 20:17
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული