მუნდიალი 2022. შესარჩევი: უკრაინამ 1:7-ის შემდეგ პარიზიდან ქულა წაიღო, თურქეთმა ნიდერლანდებს მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
სტარტი აიღო მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპმა და რამდენიმე მეტად საინტერესო მატჩი ჩატარდა.

პორტუგალიამ, რომლის შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა რონალდომ, ტურინში მედვედევის ავტოგოლით 1:0 დაამარცხა აზერბაიჯანი.

უკრაინა გასულ წელს საფრანგეთთან 1:7 დამარცხდა და მიზეზი ის იყო, რომ წამყვანი ფეხბურთელები კორონავირუსის გამო ვერ დაეხმარნენ შევჩენკოს გუნდს. ამჯერად კი უკრაინელებმა პარიზში ფრეს მიაღწიეს - 1:1.

თურქეთმა საკუთარ მოედანზე 4:2 სძლია ნიდერლანდებს. ჰეთ-თრიკი 35 წლის თავდამსხმელმა ბურაკ ილმაზმა შეასრულა.

A ჯგუფი

პორტუგალია-აზერბაიჯანი 1:0
გოლი: 1:0 მედვედევი (37, საკ. კარში)

სერბეთი-ირლანდია 3:2
გოლები: 0:1 ბრაუნი (18),
1:1 ვლაჰოვიჩი (40), 2:1 ა. მიტროვიჩი (68), 3:1 ა. მიტროვიჩი (75), 3:2 კოლინზი (86)

D ჯგუფი

ფინეთი-ბოსნია 2:2
გოლები: 0:1 პიანიჩი (55), 1:1 პუკი (58), 2:1 პუკი (77), 2:2 სტევანოვიჩი (85)
გამოუყენებელი პენალტი: პიანიჩი (55, ბოსნია)

საფრანგეთი-უკრაინა 1:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (19), 1:1 კიმპემბე (57, საკ. კარში)

E ჯგუფი

ბელგია-უელსი 3:1
გოლები: 0:1 უილსონი (10), 1:1 დე ბრუინი (22), 2:1 ტ. აზარი (28), 3:1 ლუკაკუ (72, პენ)

ესტონეთი-ჩეხეთი 2:6
გოლები: 1:0 საპინენი (12), 1:1 შიკი (18), 1:2 ბარაკი (27), 1:3 სოუჩეკი (32), 1:4 სოუჩეკი (43), 1:5 სოუჩეკი (48), 1:6 იანკტო (56), 2:6 ანიერი (86)

G ჯგუფი

თურქეთი-ნიდერლანდები 4:2
გოლები: 1:0 ილმაზი (15), 2:0 ილმაზი (34, პენ), 3:0 ჩალჰანოღლუ (46), 3:1 კლასენი (75), 3:2 ლ. დე იონგი (76), 4:2 ილმაზი (81)
გამოუყენებელი პენალტი: დეპაი (90+4, ნიდერლანდები)

გიბრალტარი-ნორვეგია 0:3
გოლები: 0:1 სიორლოტი (43), 0:2 ტორსტვედტი (45), 0:3 ი. სვენსონი (57)

ლატვია-მონტენეგრო 1:2
გოლები: 1:0 იკაუნიეკსი (40), 1:1 იოვეტიჩი (41), 1:2 იოვეტიჩი (83)

H ჯგუფი
მალტა-რუსეთი 1:3
გოლები: 0:1 ძიუბა (23), 0:2 ფერნანდესი (35), 1:2 მბონგი (56), 1:3 სობოლევი (89)

სლოვენია-ხორვატია 1:0
გოლი: 1:0 ლოვრიჩი (15)

კვიპროსი-სლოვაკეთი 0:0

მკითხველის კომენტარები / 2 /
"უკრაინამ 1:7-ის შემდეგ პარიზიდან ქულა წაიღო" - სტატიის ავტორი კი არა სათაურების ღმერთი ხარ!!! ))))) მე ვიფიქრე თამაშში 14 გოლი გავიდა. ეგრე უნდა აბა რა! ზეჟურნალისტი ხარ ჩემს თვალში! ))
3
ისევ დაოსდა ნიდერლანდები.35 წლის თურქი რომ ჰეთ-თრიკს შეგისრულებს რაღაზეა საუბარი.ასე იცის კრისტალ პალასიდან გაგდებული და აშშ-ს ჩემპიონატიდან მოყვანილი მწვრთნელის დანიშვნამ.ფულემის 23 წლამდელი გუნდის მცველი ძირითადში იყო.სირცხვილი ჰოლანდია.
Master
09:52 25-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული