გუშინ, 24 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში ბელგიის ნაკრებმა საკუთარ კედლებში უელსის გუნდს 3:1 აჯობა, თუმცა სტუმრებმა მინი-შედევრი შექმნეს.
შეხვედრაში ანგარიში "კარდიფის" ნახევარმცველმა ჰარი უილსონმა ლამაზი კომბინაციის შედეგად გახსნა - საგოლე გადაცემა კი გარეთ ბეილმა გაუკეთა.
მომდევნო შეხვედრას უელსი შინ, ჩეხეთის წინააღმდეგ 30 მარტს გამართავს, ხოლო ბელგია იმავე ჩეხეთს 3 დღით ადრე პრაღაში შეხვდება.