იბრაჰიმოვიჩი: ქართველებს ზედმეტი პატივი ვეცით

AutoSharing Option
ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრების დამარცხების შემდეგ (1:0) კომენტარი შვედეთის ნაკრების 39 წლის თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გააკეთა:

"მწვრთნელ იანე ანდერსონს დავპირდი, ტექსტი ვისწავლე და ვიმღერე კიდეც ჰიმნი. მარტივი თამაში არ იყო. მეტოქეს ზედმეტი პატივი ვეცით. უფრო მეტი ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში, რასაც ხანდახან ვაკეთებდით, მეტი შანსი გვექნებოდა. მთავარია, მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ.

გუნდის ამ სისტემაში ახალწვეული ვარ. ბევრი მარტივი შეცდომა დავუშვით. თუ ამ შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ, შეტევაში უფრო სახიფათონი ვიქნებით. ორ დღეში სათანადოდ მომზადება
ძნელი იყო.

კლასონმა მითხრა, რომ უკნიდან იმოქმედებდა და საგოლე პასი გავუკეთე. ვიცოდი, სადაც იმყოფებოდა. ისაკი ტექნიკურია, იერიშებს მოედნის ცენტრიდან იწყებს", - ციტირებს იბრაჰიმოვიჩს fotbollskanalen.se.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კონკრეტული ფეხბურთელი არაფერ შუაშია. კლასით წავაგეთ რაც ლოგიკური იყო. ის კი არა არ მოგვაწვნენ ძალიან თორემ სხვა ანგარიშით დასრულდებოდა თამაში
ლევან
07:24 27-03-2021
2
ქვილითაიას რომ არ ეღორა და პასი მიეცა არ წავაგებდით.
david gurgenidze
21:02 26-03-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული