თურქეთმა ნიდერლანდებს ნაქები ჰოლანის ნორვეგიაც ზედ მიაყოლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი შესანიშნავად დაიწყო თურქეთის ნაკრებმა, რომელმაც ჯერ სტამბულში 4:2 დაამარცხა ნიდერლანდები, დღეს კი მალაგაში ნორვეგიას 3:0 სძლია.

დუბლი ნახევარმცველმა ოზან ტუფანმა შეასრულა, ერთი გოლი კი მცველმა ჩაქლარ სეინჯიუმ გაიტანა.

ნორდთა ბომბარდირსა და 180 მილიონ ევროდ შეფასებულ ერლინ ჰოლანს თურქებმა გასაქანი არ მისცეს და მწვრთნელმა სტალე სოლბაკენმა 83-ე წუთზე შეცვალა.

68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე ნორვეგიელთა ნახევარმცველი კრისტიან ტორსტვედტი, როდესაც ანგარიში უკვე 3:0 იყო და მსაჯმა მე-80 წუთზე პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარას ვინც აკრიტიკებდა სადარიან ნეტა ფეხბურთის პროფესორები აქაოდა ვერაფერი ვერ ქნაო ხოდა აგერ მათი გაპიარებული ჰაალანდი საერთოდ გააქრეს თურქებმა მოედნიდან ასერო კლავიატურის ცოდნა არ ნიშნავს ჯერ კიდე ფეხბურთის ცოდნას .დდ
Zaza
10:48 28-03-2021
1
180 მილიონი ევროიანი ფეხბურთელს ბურთი არ დაანახეს, ესე ხდება ხოლმე და ჩვენ გვიკვირს კვარა რატო არ თამაშობს ყოველთვის მაღალ დონეზე!!! თურქებმა ისე მაგარი ნაკრები შეკრეს!!
zaza
01:57 28-03-2021
1

სიახლეები პოპულარული