დრამა ვარშავაში,"სკუადრა აძურას" მორიგი გამარჯვება და დაუნდობელი "ბუნდეს ნაკრები" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 8 სექტემბერს, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

ვარშავაში, ადგილობრივმა პოლონეთმა ინგლისს უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ინგლისელები 72-ე წუთზე ჰარი კეინმა დააწინაურა, თითქოს და მატჩიც "სამი ლომის" გამარჯებით უნდა დასრულებულიყო, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში რობერტ ლევანდოვსკის გადაცემით დამიან შიმანსკიმ ისარგებლა და წონასწორობა აღადგინა.

ამრიგად, I ჯგუფში სიტუაცია დაძაბულია, 16 ქულით 1-ელ ადგილს ინგლისი იკავებს, პოლონეთს 11 ქულა აქვს და მე-3 ადგილზე იმყოფება, მათ შუაში კი 12 ქულით ალბანეთია.

"სამი ლომი" მომდევნო
შეხვედრას 9 ოქტომბერს, ანდორის წინააღმდეგ გამართავს, პოლონეთi იმავე რიცხვში სან მარინოს უმასპინძლებს.


რეიკიავიკში, ადგილობრივმა ისლანდიამ, გერმანიას უმასპინძლა და 0:4 დამარცხდა.

"ბუნდეს ნაკრებმა" თავიდანვე აგრესიულად დაიწყo, პირველი გოლი მე-4 წუთზე გაიტანეს, თავი სერჟ გნაბრიმ გამოიჩინა, 24-ე წუთზე ანტონიო რუდიგერმა შესანიშნავი თავური დარტყმით სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში 56-ე წუთზე ლეროი სანემ ლეონ გორეცკას გადაცემით ისარგებლა და სხვაობა სამბურთიანი გახადა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ტიმო ვერნერმა 88-ე წუთზე დააფიქსირა.

ამრიგად, J ჯგუფს 15 ქულით გერმანია ლიდერობს, ისლანდია 4 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.

"ბუნდეს ნაკრები" მომდევნო შეხვედრას 8 ოქტომბერს, რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, ისლანდიელები იმავე რიცხვში სომხებს უმასპინძლებენ.


ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა იტალიამ საკუთარ კედლებში ლიეტუვა მიიღო და 5:0 გაანადგურა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი 4:0 მოიგეს, გოლები მოისე კინმა (2), ედგარას უტკუსმა (ა.გ.) და ჯიაკომო რასპადორიმ გაიტანეს.

მეორე ნახევარში კი საბოლოო ანგარიში 55-ე წუთზე ჯოვანი დი ლორენცომ დააფიქსირა.

ამრიგად, 6 ტურის შემდეგ C ჯგუფს 14 ქულით "სკუადრა აძურა" ლიდერობს, ლიეტუვას 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება.

იტალია მე-7 და მე-8 ტურის მატჩებს გამოტოვებს და გათამაშებაში 12 ნოემბერს, შვეიცარიასთან ჩაერთვება, ლიეტუვა 9 ოქტომბერს ბულგარეთს უმასპინძლებს.


მკითხველის კომენტარები / 3 /
სომხეთს დაცვა და მეკარე არ უვარგა , ისე არა ცუდი ნაკრები .
vvvvv
13:21 09-09-2021
3
სომხეთმა ლიხტენშტაინს ვერ მოუგო. პირველი ნომრით თამაში არ შეუძლიათ. კონტრშეტევას თამაშობენ მაგრად. მაგრამ მაინც მეორეზეა ჯერ. ისლანდიას და მაკედონიას უეჭველი უნდა მოუგონ თუ გასვლა უნდათ.
John Wick
12:10 09-09-2021
0

სიახლეები პოპულარული