05:01 16-11-2021
იტალია შეიძლება მუნდიალის გარეშე დარჩეს - დანია, როგორც იქნა, დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
C ჯგუფი
ჩრდ. ირლანდია-იტალია 0:0
შვეიცარია-ბულგარეთი 4:0
ჯგუფში პირველ ადგილზე და მუნდიალზე შვეიცარია გავიდა, ხოლო იტალიამ მეორე პოზიცია დაიკავა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
„სკუადრა აძურას“ მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ კარგა ხანია უნდა მოეგოთ ჯგუფი, მაგრამ მაინც მოიპოვებენ ყატარის საგზურს და მსოფლიოს ჩემპიონები გახდებიან.
F ჯგუფი
ავსტრია-მოლდოვა 4:1
ისრაელი-ფარერები 3:2
შოტლანდია-დანია 2:0
დანია ზედიზედ 9 მოგების შემდეგ დამარცხდა, მაგრამ პირველ ადგილზე გავიდა და მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, შოტლანდია კი პლეი-ოფიდან შეეცდება მიზნის მიღწევას.
I ჯგუფი
ალბანეთი-ანდორა 1:0
პოლონეთი-უნგრეთი 1:2
სან მარინო-ინგლისი 0:10
ინგლისმა ჯგუფი დამაჯერებლად მოიგო, მეორეადგილოსანი პოლონეთი კი პლეი-ოფში დაელოდება მეტოქეს.
უკვე გაირკვა მუნდიალის 11 მონაწილე: ინგლისი, შვეიცარია, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, ბრაზილია, ხორვატია, დანია, ბელგია, სერბეთი და ყატარი, რომელიც ტურნირზე მონაწილეობას მასპინძლის რანგში მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ავსტრია საერთოდ მეოთხე ადგილზე გავიდა, ჩეხეთი და უელსი ერთ ჯგუფში არიან სადაც ბელგიამ გაიმმარჯვა, ეს ორი გუნდი პლეიოფის ერთი ადგილისთვის იბრძოლებენ დღეს.
2
4
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული