რუსებს მუნდიალის პლეი-ოფის მატჩში მაინც ათამაშებენ? - რა ინფორმაციას ავრცელებს პოლონელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
პოლონელი ჟურნალისტი სებასტიან სტარჟევსკი იუწყება, რომ 2022 წლის მუნდიალის პლეი-ოფის მატჩი პოლონეთსა და რუსეთს შორის შეიძლება მაინც შედგეს. 

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ნაკრები და კლუბები სხვადასხვა ტურნირიდან მოკვეთეს, რუსებმა კი ეს გადაწყვეტილებმა გაასაჩივრეს.  

ფიფას თავის ოფიციალურ საიტზე პოლონეთისა და რუსეთის მატჩი არა გაუქმებულად, არამედ გადადებულად აქვს მითითებული. პოლონეთის ნაკრების პრესატაშე იაკუბ კვიტაკოვსკიმ კი თქვა, რომ ფიფადან შეხვედრის გაუქმების შესახებ არანაირი ცნობა არ მიუღიათ. 

დაპირისპირება 24 მარტს უნდა გამართულიყო, თუმცა ახლა იწერება, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა
ორგანომ მატჩის ჩატარების დროდ ივნისი დაასახელოს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
საეთოდ ევროპაა ჩამპალი
გრიგოლი1408
00:25 08-03-2022
5
სიტყვა - შესაძლოას არ კრეფს თქვენი კომპიუტერი?პირველ და ბოლო წინადადებაში აკლია და თანაც მმართველობა ორი მ-თი იწერება
0

სიახლეები პოპულარული