მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან სენსაციურად 0:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა:
"ევრო 2020 ჩემს ცხოვრებაში ყველაზე შესანიშნავი პერიოდი იყო, დღევანდელი წაგება კი ყველაზე დიდი იმედგაცრუებაა. აქ სათქმელიც არაფერია, ასეთია ფეხბურთი, ხანდახან წარმოუდგენელი რამეები ხდება, ისევე, როგორც ამჯერად.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ საერთოდ არ უნდა აღმოვჩენილიყავით ასეთ სიტუაციაში, მაგრამ დღეს გამარჯვებისთვის ყველაფერი შესაძლებელი გავაკეთეთ და ამაზე ლაპარაკიც ძნელია.
ევროზე გამარჯვება აბსოლუტურად დამსახურებული იყო, ჩვენ შესანიშნავად ვითამაშეთ. შემდეგ ფორტუნამ ზურგი გვაქცია, სექტემბრიდან დაწყებული,
ჯგუფში ვდომინირებდით, ყველა მომენტიდან მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება გვჭირდებოდა, რათა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, თუმცა - არა. არის შეგრძნება, რომ 92-ე წუთზე გაშვებული გოლი საერთო სურათში ჯდება. შესანიშნავი გუნდი გვყავს, ვწუხვარ.
ახლა ჩემი ბიჭების გამო უფრო განვიცდი, ვიდრე ივლისში. ჯერ ადრეა ლაპარაკი, რა იქნება შემდგომ, ვინაიდან ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, მაგრამ ეს დიადი, ჩინებული მომავლის მქონე ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია", - ციტირებს მანჩინის RAI Sport-ი.