დაუთმეთ უკრაინას მუნდიალის საგზური - ინგლისელი ჟურნალისტი შოტლანდიასა და უელსს მოუწოდებს

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევრფინალი შოტლანდიასა და უკრაინას შორის ზაფხულისთვის გადაიდო. ამ წყვილში გამარჯვებული ფინალში უელსს შეხვდება. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ უკრაინას მუნდიალზე მონაწილეობის უფლება პლეი-ოფების გარეშე უნდა მისცენ, ხოლო ინგლისური ტელეგრაფის" ჟურნალისტმა ჯიმ უაიტმა შოტლანდიას და უელსს მოუწოდა საგზური უკრაინას დაუთმონ.

"ეს რაც არ უნდა მძიმე იყოს, უელსი და შოტლანდია გვერდზე უნდა გაიწიონ და უკრაინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუშვან. ახლა ყატარში მათი ნახვა ყველას სურს. შოტლანდიამ და უელსმა ეს რომ გააკეთონ, უდიდეს პატივისცემას და მადლიერებას დაიმსახურებდნენ.

ეს
სპორტის ისტორიაში ყველაზე შთამბეჭდავი გადაწყვეტილება იქნებოდა. საკუთარი მიზნებისა და ამბიციების ვიღაც სხვის გამო უგულებელყოფა... ეს ნამდვილ პატივისცემას გამოიწვევს. უფრო მეტ პატივისცემას, ვიდრე მუნდიალზე გასვლაა", - წერს უაიტი.

მკითხველის კომენტარები / 17 /
მდაა ეს სოლიდარობა და თანადგომა კი არა აბსურდია..
მოდი აღარ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი და უკრაინა იყოს ჩემპიონი ასე ჯობია..
შავი კაცი
21:08 26-03-2022
6
არასწორეა, რა დააშავეს იმ ქვეყნებმა? თქვის ქვეყანას მოუწოდოს და ინგლისმა დაუთმოს თავისი ადგილი, სხვებს რატომ თხოვ
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული