არგენტინის ფრე და ბრაზილიის დიდი ანგარიშით გამარჯვება - სამხრეთ ამერიკაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა [VIDEO]

AutoSharing Option
დღეს, 30 მარტს, სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-18 ტურის შეხვედრები გაიმართა.

ბრაზილია ბოლივიას ესტუმრა და 4:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა. გოლები ლუკას პაკეტამ (24) და რიჩარლისონმა (45) გაიტანეს. მე-2 ნახევარში ბრუნო გიმარაეშმა 66-ე წუთზე სხვაობა სამბურთიანი გახადა, 90+1 წუთზე კი რიჩარლისონმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამრიგად, 17 გამართული შეხვედრის შემდეგ ბრაზილია 45 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, 1 მატჩი ჩასატარებელი დარჩა (არგენტინასთან).

რაც შეეხება ბოლივიას, 15 ქულით მე-9 პოზიცია დაიკავა.

არგენტინა ეკვადორს ესტუმრა. მატჩი ფრედ, 1:1
დასრულდა.

ანგარიში იულიან ალვარეზმა (24) გახსნა. დიდი ხნის განმავლობაში "ალბისელესტე" მინიმალური უპირატესობით იგებდა, თუმცა 89-ე წუთზე, VAR-ზე გადამოწმების შემდეგ, კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონების კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. ხერონიმე რულიმ ენერ ვალენსიას დარტყმული მოიგერია, თუმცა დამატებაზე ეკვადორელ ფეხბურთელს (ვალენსიას 90+3) ვერავინ დაასწრო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამრიგად, არგენტინას 39 ქულა აქვს და მე-2 ადგილი გარანტირებული აქვს, ჩასატარებელი ერთადერთი მატჩი დარჩა და ისიც გადადებული შეხვედრა ბრაზილიასთან.

ეკვადორი 26 ქულით მე-4 პოზიციაზე გავიდა და მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს.


სხვა შეხვედრები:

ჩილე - ურუგვაი - 0:2

პერუ - პარაგვაი - 2:0

ვენესუელა - კოლუმბია - 0:1

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული