ფიფა მნიშვნელოვან ცვლილებას განიხილავს - 2022 წლის მუნდიალზე შესაძლოა, 100-წუთიანი და უფრო მეტი დროის შეხვედრები ვიხილოთ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალზე შესაძლოა, მნიშვნელოვანი საფეხბურთო ცვლილება ვიხილოთ. Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო დამატებითი წუთების გაზრდას გეგმავს, რაც სათამაშო დროს მნიშვნელოვნად გაზრდის. 

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ დაადასტურა, რომ ეს იდეა განიხილება და ის საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭოს გადაეგზავნება. 

იდეა მოიცავს იმას, რომ პირველსა და მეორე ტაიმებს შორის შესვენების დრო გაიზარდოს და 15 წუთზე მეტი იყოს, შემდეგ კი მსაჯმა მატჩს გაცილებით მეტი დრო დაამატოს, რის შედეგადაც შესაძლოა, 100 და მეტწუთიანი შეხვედრები ვიხილოთ.
მკითხველის კომენტარები / 4 /
სათამაშო დროის გაზრდა ნიშნავს საეთერო (ანუ სარეკლამო) დროის გაზრდას. შესაბამისად გაიზრდება ფიფას (უეფას) შემოსავალი.ანუ გრძელდება ტენდენცია რომ თვით თამაში გახდეს მეათეხარისხოვანი, ხოლო მაყუთის კეთება უზენაესი.
ამ მიზნით შემოღებული იქნა ახალი ტურნირები (კონფერენს ლიგა, ნაციონალური ლიგა და სხვა), გაიზარდა მასში მონაწილე გუნდების რაოდენობა (მარტო ევროპაში თითქმის 500-600 მდე), გაიზარდა თამაშების რაოდენობა (მოფიქრება ხომ უნდა ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილი გუნდი ევროლიგაზე თამაშობს),ფეხი მოიკიდა კორუფციულმა გარიგებებმა (თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების შერჩევაში) და სხვა.
პ.ს. 70-80 წლებში ევროტურნირებზე მონაწილეობდა: ჩემოიონთა თასზე 32 გუნდი;
თასების თასზე - 32 გუნდი; უეფას თასზე - 64 გუნდი. (სულ 128).
გულშემატკივარი
15:30 06-04-2022
3
სანამ მტლიანად დედა არ უტირა ფეხბურტს მოაცილედ ნაბიჩვარი იმფანტინო
rene
16:36 06-04-2022
1

სიახლეები პოპულარული