"ეს ევროვიზია არაა - უკრაინასთან საბრძოლო განწყობით" - უელსის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
5 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში უელსის ნაკრები უკრაინას უმასპინძლებს. მომავალი მატჩის წინ "მირორთან" კომენტარი უელსის ეროვნული გუნდის ყოფილმა ნახევარმცველმა ბარი ჰორნმა გააკეთა:

"ეს ევროვიზია არაა. მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილენი სახალხო კენჭისყრით არ გამოვლინდებიან.

მე რომ უკრაინის წინააღმდეგ ვთამაშობდე, ჩემი განწყობა უბრალო იქნებოდა - გამარჯვება. ყველა ცდილობს "რბილად" მოიქცეს, მაგრამ ეს სპორტია. მე ფეხბურთელებს ხელს ჩამოვართმევდი, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებდი, შემდეგ კი მათ წინააღმდეგ მთელი ძალით ვითამაშებდი.

მე უკრაინელთა მიერ შოტლანდიელთა დამარცხებამ არ გამაკვირვა, მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. თუმცა, მუნდიალის
საგზურის მოპოვება მოედანზე უნდა დაიმსახურო და არაა საჭირო თანაგრძნობის მიღება".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ის,რაც საქართველოში ხდება არის სამწუხარო ფაქტი და პატარა,არაფრის მქონე ერის სინდრომზე მიუთითებს. რუსებზე ვიძახით რო არიან ბორეტების მქადაგებლები,მოგვიწყვეს გენოციდი სამაჩაბლოში,აფხაზეთში და ჩვენც იგივეს ვაკეთებთ? მტერი გიყვარდეთქო არავინ გეუბნებათ,საკუთარი მორალური პრინციპები უფრო მაღლა უნდა დააყენოთ,ვიდრე რომელიმე ქვეყნის მტრობა ან მოყვარეობა.მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში,ჩვენ მტრებზე მორალურ უპირატესობას ვინარჩუნებდით და მათნაირად არ ვიქცეოდით. არაბებმა ჩაგვიხოცეს უამრავი ადამიანი,ზოგი მტკვარში ჩაყარეს და ზოგს რა აღარ დამართეს,1122 წლამდე თბილისი მათ განკარგულებაში იყო,ხოლო როცა დავითმა დაიბრუნა,რა გააკეთა იცით? არაბ ვაჭრებს შეღავათები დაუწესა და დასჯაზე არც უფიქრია,ქართველბზე ნაკლები გადასახადი ქონდათ. ჯერ ხო გაყარა თურქები და არაბები საქართველოდან,მერე მორალური უპირატესობა მოიპოვა. ასევე,რაც ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა,არ არსებობს მეგობარი სახელმწიფოები,რასაც გვაძახებთ ეს ბოლო თვეებია. 1123 წელს,დავითმა სომხეთის დედაქალაქ ანისიდან გაყარა თურქები,მანამდეც და მის მერეც ბევრჯერ დავეხმარეთ სომხებს,მაგრამ 1920 წელს ბრძოლა გაგვიმართელს,შემდეგ აზებრაიჯანმა,ხოლო 5-6 თვეში მიგვიპყრო საბჭოთა რუსეთმა. უკრაინაზე დარდს და იმაზე ფიქრს,გავლენ თუ არა მსოფლიოზე,საკუტარ ქვეყანას მივხედოთ და საქართველოს ნაკრებს ვუქომაგოთ. ჩვენ ვართ საქართველო და არა უკრაინა.
მიზანი არ ამართლებს საშუალებას
18:30 05-06-2022
3
მარაზმატიკულ მსოფლიოში ვცხოვრობთ,რაც ამ 2-3 წლის განმავლობში დადასტურდა.ევროვიზია ჩაახუტეს და საერთოდ,რატომ ჩაატარეს? შოტლანდიასთან თამაშს ვუყურე და სრული ანომალია იყო,ჰემდენ პარკზე ისმოდა 2000 უკრაინელის ხმა და არა შოტლანდიელების,რომლებიც განთქმულები არიან ქომაგობით. რამდენია იმის შანსი,რომ ეს 2000 უკრაინელი ყველაზე მაღალი ხმის ტემბრით გამოირჩევიან? ეხლა უელსი ეთამაშება,რომელიც ასევე ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის და ბორისა ძმაკაცობს ზელენსკისთან. სადაც მბაპეს დარჩენა მაკრონმა გადაწყვიტა,სუპერლიგის გამო ჯონსონი დაემუქრა ინგლისურ კლუბებს,პარიზში შეიხთან გარიგებით მოხდა ფინალის ჩატარება,სტადიონზე ადამიანები დაარბიეს,მბაპეს ისეთი კონტრაქტი დაუდეს და მართლა პერესი ან ჰენრი არის ფეხბურთის პრობლემა? თუნდაც ანიელი? დარწმუნებულები ხართ,რომ მარტო რუსეთი არის პაპუასების დროში ჩარჩენილი და უეფას ბოსები არა? ჯერ ერთი რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს არაფერი დაუშავებია,არც რუსულ კლუბებს და არც სხვა რუს სპორტსმენებს,რატომ იბლოკებიან ტურნირბიდან? თან მიზეზად რუსეთის მოქალაქეობას და ეროვნებას ასახელებენ,დარწმუნებულები ხართ რო ჰიტლერმა მართლა თავი მოიკლა? ადამიანის ან ადამიანების შევიწროებას ეროვნული ნიშნით ნაციზმი ეწოდება და რაც 3-4 თვის მანძილზე ხდება არის ნაციზმის და ჰიტლერი თუ იქეთ არის,ჯოჯოხეთში მაგარი სუფრა გაუშლია,რა ხალხი დამიტოვებია და არ ვიცოდიო. საერთოდ არ ვდარდობ რუსებზე,მაგრამ #დარჩისახლში კამპანიის არ იყოს,არც ეს მოიტანს კარგ ამბავს.
აქამდე სპორტი სპორტი იყო,სიმღერა ხელოვნება და როდის გახდა პოლიტიკა?!
18:18 05-06-2022
2

სიახლეები პოპულარული