"უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ" - პალკინი მუნდიალიდან ირანის მოკვეთასა და უკრაინის დაშვებას ითხოვს

AutoSharing Option
დონეცკის "შახტარის" აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პალკინმა Twitter-ის მეშვეობით განცხადება გაავრცელა და ფიფას მოუწოდა, ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს და მის ნაცვლად მუნდიალზე უკრაინა დაუშვას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ირანელმა აქტივისტმა და ჟურნალისტმა მასიჰ ალინეჯადმაც გაავრცელა ცნობა, რომ მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს, ირანის მუნდიალიდან მოკვეთის მოთხოვნით, ირანელმა ფეხბურთელებმა და ქვეყნის ოფიციალურმა სპორტულმა პირებმა წერილით მიმართეს.

"იმ დროს, როდესაც ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთი ნაკრების თამაშით ტკბებიან, უკრაინელებს ირანული თვითმფრინავები და რაკეტები ხოცავენ. თითქმის 250 თვითმფრინავი უკვე თავს დაესხა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას.

"შახტარი" მიმართავს ფიფას და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, დაუყოვნებლივ აუკრძალონ ირანის ეროვნულ გუნდს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში და ჩაანაცვლონ ის უკრაინის საფეხბურთო ნაკრებით", - წერს პალკინი სოციალურ ქსელში.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ უნდა აწვალოთ პირდაპირ ჩემპიონობა რომ მისცენ არ ჯობს. თუ ირანს მოკვეთენ მაშინ მაშინ ჯგუფში მის შემდეგ ვინც იყო იმას იკუთვნის ან აზიურ გუნდს მაინც თორემ სამართლიანობის პრინციპები ირღვევა.
სსს
15:58 27-10-2022
7
ვაი ამათ პატრონს, თავში აუვარდათ.
გუჯა
14:47 27-10-2022
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული