"ეს ამორალური საქციელია!" - "შახტარის" გენერალური დირექტორი რუსი გულშემატკივრებისადმი "ბარსელონას" ფეხბურთელების სამადლობელმა სიტყვამ აღაშფოთა

AutoSharing Option
"შახტარის" გენერალური დირექტორი სერგეი პალკინი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც "ბარსელონას" ფეხბურთელები ალექს ბალდე და სერხი რობერტო რუს გულშემატკივრებს მადლობას უხდიან.

ლა ლიგაში ჩემპიონობის შემდეგ კლუბმა ჩაწერა ვიდეო, სადაც ზემოთ აღნიშნული ორი მოთამაშე რუს ფანებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის, ამ ყველაფერს კი პალკინი შემდეგნაირად გამოეხმაურა:

"მიგვაჩნია, რომ ეს ყოველივე უბრალოდ შეუძლებელი და ამორალური ქმედებაა. რუსეთის მსგავსი ქვეყნისადმი მათი მხარდაჭერა ამჟამად აბსოლუტურად მიუღებელია.

ველოდებით, რომ კლუბი აღიარებს თავის შეცდომას და მომავალში თავიდან აიცილებს მსგავს ფაქტებს", - ციტირებს პალკინის სიტყვებს "შახტარის" საიტი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ბარსელონას ფეხბურთელები მადლობას უხდიან თავის გულშემატკივრებს, რომლებიც მთელ მსოფლიოში ჰყავთ, რანაიარადას ეს რუსეთის, როგორც ქვეყნისთვის მხარდაჭერა?
გივი
11:06 23-05-2023
9
ამისთანა მუხთალი და წამხდარი ხალხი მეორე არც გამიგონია!
aburjga
08:57 23-05-2023
5

სიახლეები პოპულარული