ვეტერანმა კიპერმა თავისი გადაწყვეტილებაც ახსნა:
"ჩვეულებისამებრ, როდესაც იტალია დიდ ტურნირზე მონაწილეობას არ იღებს, მხარს იმ გუნდებს ვუჭერ, სადაც ჩემი მეგობრები და თანაგუნდელები თამაშობენ. ასევე იმათ, ვინც აუტსაიდერის როლშია.
ამ შემთხვევაში კამერუნს ვუქომაგებ, რადგან 1990 წლის მუნდიალზე მათი მეკარის თამაშმა გადამაწყვეტინა გავმხდარიყავი კარის დარაჯი", - ამბობს ბუფონი.