
თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ "რეალში" ბოლო მატჩები ბარძაყის ტრავმის გამო გამოტოვა, დღეს კი საფრანგეთის ნაკრებში ვარჯიში ნაადრევად დაასრულა. RTL-ის ცნობით, მას ახალი ტრავმა არ მიუღია, თუმცა ძველი გაურთულდა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
"ეკიპი" იტყობინება, რომ ბენზემა დიდი ალბათობით მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობას ვერ მიიღებს - საუკეთესო შემთხვევაში ავსტრიასთან პირველ შეხვედრას გამოტოვებს.
მწვრთნელ დიდიე დეშამს ბენზემას ნაცვლად ახალი ფეხბურთელის გამოსაძახებლად ვადა ჯერ კიდევ აქვს.
მწვრთნელ დიდიე დეშამს ბენზემას ნაცვლად ახალი ფეხბურთელის გამოსაძახებლად ვადა ჯერ კიდევ აქვს.