პირველი უდიდესი სენსაცია 2022 წლის მუნდიალზე - არგენტინას საუდის არაბეთმა თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის მუნდიალის საასპარეზო მესამე დღეს პირველი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა: არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. 

არგენტინელები მე-10 წუთზე ლიონელ მესის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. "ალბისელესტე" საწყის 45 წუთში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. აღსანიშნავია, რომ სკალონის გუნდს თამაშგარეს გამო 3 გოლი არ ჩაუთვალეს. 

მეორე ტაიმის დებიუტშივე საუდის არაბეთმა წონასწორობა აღადგინა. სალეჰ ალ შეჰრიმ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, რომეროს პირად დუელში აჯობა და ბურთი ემილიანო მარტინესის კარის ბადეში გაახვია.

არგენტინელთა რიგებში ამ ყველაფერმა აშკარა
დაბნეულობა გამოიწვია. საუდის არაბეთმა შეტევები გააგრძელა და სულ მალე, 53-ე წუთზე, სალემ ალ დავსარიმ "ალბისელესტეს" ულამაზესი გოლი გაუტანა და თავისი ნაკრები დააწინაურა.

სკალონიმ ამის შემდეგ ცვლილებებს მიმართა და სამხრეთამერიკელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. საუდის არაბეთის მეკარე მოჰამედ ალ ოვაისიმ ზედიზედ 2 შესანიშნავი სეივი შეასრულა.

ლიონელ მესი და კომპანია მთელ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, მაგრამ არგენტინელები ქაოტურად უტევდნენ და სიმწვავე აკლდათ.

საბოლოოდ, "ალბისელესტემ" ვერაფერი გააწყო და პირველი უდიდესი სენსაციაც ვიხილეთ.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკასა და პოლონეთს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

ლუსაილი, Lusail Iconic Stadium,
არგენტინა - საუდის არაბეთი 1:2
გოლები: მესი (10 პენ), 1:0, ალ შეჰრი (48) 1:1, სალემ ალ დავსარი (53) 1:2
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 44 /
მესიმ, როგორც ხშირად ყოფილა, ვერაფერი გააკეთა. დანარჩენი თანაგუნდელები კი ბრბოა, რადგან არ შეიძლება 9-ჯერ მოხვდე ოფსაიტში. კვარაცხელია რომ ყოფილიყო თუნდაც მესის მაგივრად, არგენტინა მოიგებდა.
პაატა
16:38 22-11-2022
3
ვისაც ჰგონია რომ ძალით წააგეს ან ფულის გამო მათ უბრალოდ ფეხბურთი არ ესმით. შეეშვით ამ ტოტალიზატორებს ნუ ამწარებთ ოჯახის წევრებს. მე პირადად მოთამაშე კაცი ადრე მეცოდებოდა, ეხლა უკვე აღარ. სულ მინდა რომ წააგოს. იქნებ როდესმე მოვიდეს აზრზე
დავით 67
16:44 22-11-2022
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული