მატჩის ერთ-ერთი გმირი საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი ერვე რენარია, 54 წლის ფრანგი სპეციალისტი, რომელმაც ევროპაში წარმატებას ვერ მიაღწია, თუმცა ევროპიდან წასვლი შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. საერთოდაც, რენარს სპეციფიკური კარიერა აქვს. მან არა მხოლოდ დაბალი დონის ფრანგულ ლიგებში მოასწრო მუშაობა,
მწვრთნელის რანგში პირველი ნაბიჯები ფრანგულ "დრაგინიანში" გადადგა, სადაც არცთუ ისე შესაშური ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. თუმცა, თავდაპირველად, მწვრთნელი მხოლოდ ნახევარ განაკვეთზე იყო - პარალელურად დამლაგებლად მუშაობდა, მოგვიანებით კი საკუთარი კომპანია დააარსა, რომელიც სამრეწველო სისუფთავეზე ორიენტირდებოდა.
მწვრთნელობას ხალიჩის წმენდას, ფანჯრების რეცხვასა და ნაგვის გატანას უთავსებდა, მაგრამ ნელ-ნელა ბიზნესიც გაიზარდა. "არ მრცხვენია იმის, რასაც ვაკეთებდი. ეს ბევრად რთული საქმე იყო, ვიდრე ფეხბურთელობა. 4-5 საათი მეძინა ხოლმე, ასეთი ცხოვრების რიტმი 8 წლის განმავლობაში მქონდა", - გაიხსენა რენარმა.
მალე მისი სამწვრთნელო კარიერაც დაიძრა. საუდის არაბეთი მისთვის მე-6 ნაკრებია და ნაკრებებში, კლუბებისგან განსხვავებით, დიდ წარმატებას მიაღწია. რენარი ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც აფრიკის ჩემპიონატი სხვადასხვა ნაკრებით (2012 - ზამბია, 2015 -კოტ-დ’ივუარი) მოიგო. ეს ფრანგ სპეციალისტს დიდ სტიმულს აძლევს. "ეს რაღაც განსაკუთრებულია. როცა ფეხბურთელები თავიანთ ქვეყანას წარმოადგენენ, ისინი ყოველთვის ვნებითა და გულით თამაშობენ. აი, რატომ მიყვარს ნაკრებებთან მუშაობა", - ამბობს საუდის არაბეთის მთავარი მწვრთნელი.
ზამბიელებს არც რენარამდე და არც მის შემდეგ კონტინენტის პირველობა არ მოუგიათ. 2012-ში ზამბიის ნაკრების ავიაკატასტროფის მე-19 წლისთავი იყო. 1993 წელს ზამბიელები გაბონში ჩამოცვივდნენ და ფაქტობრივად, ოქროს თაობა სრულად დაკარგეს. 19 წლის შემდეგ, რენარის თავკაცობით, აფრიკის ჩემპიონატი გაბონში მოიგეს...
მაშინ ფინალში ზამბიამ საკმაოდ ძლიერი კოტ-დ’იუვუარი შეაჩერა. 2 წლის შემდეგ კი რენარმა უკვე კოტ-დ’ივუარელებს მოაგებინა ტიტული.

ჩემი პატივისცემა ასეთ ადამიანს და მწვრთნელს..
ბრავო !!