პირველი უდიდესი სენსაცია 2022 წლის მუნდიალზე - არგენტინას საუდის არაბეთმა თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2022 წლის მუნდიალის საასპარეზო მესამე დღეს პირველი უდიდესი სენსაცია დაფიქსირდა: არგენტინის ნაკრები საუდის არაბეთს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა. 

არგენტინელები მე-10 წუთზე ლიონელ მესის ზუსტად შესრულებული პენალტით დაწინაურდნენ. "ალბისელესტე" საწყის 45 წუთში საგრძნობ უპირატესობას ფლობდა. აღსანიშნავია, რომ სკალონის გუნდს თამაშგარეს გამო 3 გოლი არ ჩაუთვალეს. 

მეორე ტაიმის დებიუტშივე საუდის არაბეთმა წონასწორობა აღადგინა. სალეჰ ალ შეჰრიმ მეტოქის საჯარიმოში შესანიშნავად იმოქმედა, რომეროს პირად დუელში აჯობა და ბურთი ემილიანო მარტინესის კარის ბადეში გაახვია.

არგენტინელთა რიგებში ამ ყველაფერმა აშკარა
დაბნეულობა გამოიწვია. საუდის არაბეთმა შეტევები გააგრძელა და სულ მალე, 53-ე წუთზე, სალემ ალ დავსარიმ "ალბისელესტეს" ულამაზესი გოლი გაუტანა და თავისი ნაკრები დააწინაურა.

სკალონიმ ამის შემდეგ ცვლილებებს მიმართა და სამხრეთამერიკელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს. საუდის არაბეთის მეკარე მოჰამედ ალ ოვაისიმ ზედიზედ 2 შესანიშნავი სეივი შეასრულა.

ლიონელ მესი და კომპანია მთელ დროს მეტოქის ნახევარზე ატარებდნენ, მაგრამ არგენტინელები ქაოტურად უტევდნენ და სიმწვავე აკლდათ.

საბოლოოდ, "ალბისელესტემ" ვერაფერი გააწყო და პირველი უდიდესი სენსაციაც ვიხილეთ.

ამ ჯგუფის მეორე შეხვედრა მექსიკასა და პოლონეთს შორის თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. 

ლუსაილი, Lusail Iconic Stadium,
არგენტინა - საუდის არაბეთი 1:2
გოლები: მესი (10 პენ), 1:0, ალ შეჰრი (48) 1:1, სალემ ალ დავსარი (53) 1:2
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 44 /
რა სისულელეა! მასშემდეგ რაც ფეხბურთზე კაზინო მიაბეს, ფეხბურთი როგორც სპორტი მაშინვე დამთავრდა და ბრიყვებისგან ფულის წაგლეჯვის საუკეთესო საშუალებად იქცა. თამაშის შედეგები იმის მიხედვით იგეგმება წინასწარ, რომ დადებული ფსონების მიხედვით რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ბრიყვებისგან. ფეხბურთელები მსახიობებად იქცნენ და „ძია“ რეჟისორების მიერ წინასწარ დაწერილ ფეხბურთის სცენარს ასრულებენ ხოლმე.
gaga
09:36 23-11-2022
3
2-8 )))
მადრიდისტი
22:16 22-11-2022
4

სიახლეები პოპულარული