გატეხილი ყბა, სახის ძვლები, ამოვარდნილი კბილები, ტვინის შერყევა - საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელის უმძიმესი ტრავმა

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინასთან მოგებული მატჩისას (2:1) საუდის არაბეთის ნაკრების მცველი იასერ ალ შაჰრანი თავისი გუნდის მეკარეს, მოჰამედ ალ ოვაისს შეეჯახა და მძიმე ტრავმა მიიღო.

ალ შაჰრანს გატეხილი აქვს ყბა და სახის ძვლები, ამოუვარდა რამდენიმე კბილი და ტვინის შერყევა მიიღო. ამას გარდა, შიდა სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო ოპერაციის გასაკეთებლად კერძო თვითმფრინავით გერმანიაში გადააფრინეს - იტყობინება O Jogo.

ამჟამად ფეხბურთელი თავს უკეთ გრძნობს და გულშემატკივრებს მიმართა: "მინდა დაგარწმუნოთ, რომ ღვთის მადლით, კარგად ვარ და დაე, ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ. მადლობა ჩემზე
ლოცვისთვის. გამარჯვებას ყველას გილოცავთ. თქვენ ამას იმსახურებთ".

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯერ ერთი თავიდან ეს სტატია, რომ დაიდო და ის კომენტარი დავწერე ეს რედგენის სურათი არ იდო იქ მერე დაამატეს, მერე მეორე 1986 წლიდან არგენტინის ფანი ვარ, ლეო პირველად ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომ ვნახე 17-ის იყო მგონი და მაგის მერე მის ფანი ვარ, ველი როდის გააჩემპიონებს არგენტინას, მარა არაბებთან წაგების ჩემთვის ნოლი გახდა აწი თუ უნდა მსოფლიო ჩემპიონი გახდეს, მექსუკასთან ან პოლონეთთან წაეგო კიდე გავიგებდი მარა საუდის არაბეთთან მარტოს უნდა მოეგო დანარჩენები სულაც ბალერინები, რომც ყოლოდა.
შოთა-მილანის
00:22 24-11-2022
16
ვიხუმრე რა თქმა უნდა წინა კომენტარში, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ/
ეეე
19:43 23-11-2022
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული