როგორ დამარცხდა არგენტინა - ნახეთ, რა ხდებოდა შესვენებაზე საუდის არაბეთის გასახდელში და რა უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ნაკრების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, თუ რა ხდებოდა მათი გუნდის გასახდელში არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე.

ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა ჰერვ რენარდმა მიმართა, რომელმაც თქვა:

"მესი იღებს ბურთს მოედნის ცენტრში, თქვენ კი დგახართ და უყურებთ! აიღეთ კიდევ რამდენიმე ტელეფონი, რათა მასთან ფოტო გადაიღოთ!

არ გრძნობთ, რომ მოგება შეგვიძლია?! არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ! ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატია! გადით მოედანზე და ყველაფერი გაიღეთ", - ამბობს რენარდი.

დამრიგებლის ამ სამოტივაციო სიტყვებმა აშკარად გაამართლა, რადგან საუდის არაბეთმა არგენტინას თამაში უმალ შემოუტრიალა და 2:1
იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
და რა უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს?
ჩვენც გაგვანათლეთ, ვინც ფრანგული და არაბული არ ვიცით.
იოსებ
17:19 30-11-2022
0
საქართველოს ნაკრებს უნდა ესეთი მოტივატორი რომ თუ ვერ მოუგებ მაროკოსნაირ გუნდს იქნებ ერთი გოლი მაინც გაუტანო ჰააააა
არა?!
21:18 28-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული