როგორ დამარცხდა არგენტინა - ნახეთ, რა ხდებოდა შესვენებაზე საუდის არაბეთის გასახდელში და რა უთხრა მწვრთნელმა ფეხბურთელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საუდის არაბეთის ნაკრების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ვიდეო, თუ რა ხდებოდა მათი გუნდის გასახდელში არგენტინასთან მატჩის შესვენებაზე.

ფეხბურთელებს სიტყვით მთავარმა მწვრთნელმა ჰერვ რენარდმა მიმართა, რომელმაც თქვა:

"მესი იღებს ბურთს მოედნის ცენტრში, თქვენ კი დგახართ და უყურებთ! აიღეთ კიდევ რამდენიმე ტელეფონი, რათა მასთან ფოტო გადაიღოთ!

არ გრძნობთ, რომ მოგება შეგვიძლია?! არგენტინელები ნახევარი ძალით თამაშობენ! ბიჭებო, ეს მსოფლიო ჩემპიონატია! გადით მოედანზე და ყველაფერი გაიღეთ", - ამბობს რენარდი.

დამრიგებლის ამ სამოტივაციო სიტყვებმა აშკარად გაამართლა, რადგან საუდის არაბეთმა არგენტინას თამაში უმალ შემოუტრიალა და 2:1
იმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 12 /
ა კაცი
ნერაძური
13:18 25-11-2022
2
საუდის არაბეთი არგენტინას,რომ მოუგებს ე.ი. ფეხბურთის საქმე ცუდად არის.ან დიდი ფული აიღეს.
ტოტო
12:13 25-11-2022
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული