ანტიფეხბურთი: ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში ნიდერლანდებისა და ეკვადორის მატჩი 1:1 დასრულდა.

ეს შეხვედრა ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა. დებიუტში გაკპომ ნიდერლანდები დააწინაურა. მან ეროვნულ გუნდსა და პსვ-ში ამ სეზონში 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ესტუპინიანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელები გააქტიურდნენ, ვალენსიამ საპასუხო გოლი გაიტანა, შემდეგ პლატას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ევროპელები პასიურობდნენ, თითქოს ფრეზე თანახმა იყვნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ამ ჯგუფს 4-4
ქულით ნიდერლანდები და ეკვადორი ლიდერობენ, სენეგალი 3 ქულით მესამე ადგილზეა, კატარი კი 0 ქულით აუტსაიდერია და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა. ეს მუნდიალების ისტორიაში მასპინძელი ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მეორე შემთხვევაა - 2010 წელს ეს სამხრეთ აფრიკამ "მოახერხა".

ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ეკვადორი სენეგალს, ხოლო ნიდერლანდები კატარს დაუპირისპირდება.

ალ რაიანი. „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 44 833 მაყურებელი
ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1
გოლები: 1:0 გაკპო (6), 1:1 ვალენსია (49)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვან გაალს ვერასდროს ვერ აღვიქვავდი მწვრთნელად რავი ... ან სად აქვს ტიტოლი ბოლო 10 წელიწადში აღებული ?? ეგენი მასოფლიოზე უნდა თამაშიბდნენ და კვარა ისვენებდეეეს ... :(
bejo
22:48 25-11-2022
9
ევროპული ფეხბურთი უკან მიდის, რაც უეფაში ერთი ადგილის თამაშის წახალისება დაიწყეს ფეხბურთს ვეღარ თამაშობენ. ფეხბურთი კაცური სპორტია და დედლები კაცებს ვერ მოუგებენ.
ელგუჯა
01:09 26-11-2022
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული