ველოსიპედით 6381 კილომეტრი იარა, სტადიონზე კი არ შეუშვეს

AutoSharing Option
გულშემატკივარი, რომელიც ამსტერდამიდან დოჰაში ველოსიპედით ჩავიდა, თამაშზე არ დაუშვეს.

34 წლის ლოურენსმა 6381 კილომეტრი იარა, რათა ტურნირს დასწრებოდა. ახლო აღმოსავლეთისკენ გზად 110 დღე დაჰყო...

"წარმოუდგენელ თავგადასავალს ველოდი. მინდოდა, ეს რაღაც სპორტულისთვის დამეკავშირებინა. დოჰა დიდებული ადგილია. სურვილი მქონდა, რომ პირველი შეხვედრა მენახა (ნიდერლანდების)".

როდესაც მამაკაცი სტადიონთან მივიდა, დაცვამ შიგნით შესვლის უფლება არ მისცა, რადგან One Love-ის სამკლავური და მაისური ეცვა.

"თუ თქვენ ამ მაისურით ან აღმნიშვნელი დეტალით დაგიჭერენ, სტადიონს დაგატოვებინებენ, შესაძლოა, ქვეყანასაც" - განმარტა ლოურენსმა.

შეგახსენებთ, ნიდერლანდებმა პირველ ტურში სენეგალი 2:0
დაამარცხა.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 4 /
რამდენი პროვოკატორია?! რა ეშველება ამდენ გიჟს, პირდაპირ სატანის მიმდევრებს...
ლაშა
00:18 25-11-2022
2
ძალიანაც კარგიიი თუ არ შეუშვეეს ! გაიმარჯოს ყატარს ამ მხრიივ !!!
zura222
14:11 24-11-2022
4

სიახლეები პოპულარული