ეს შეხვედრა ლამაზი სანახავი ვერ გამოდგა. დებიუტში გაკპომ ნიდერლანდები დააწინაურა. მან ეროვნულ გუნდსა და პსვ-ში ამ სეზონში 28 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 18 საგოლე გადაცემა გააკეთა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ესტუპინიანმა ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. მეორე ტაიმში სამხრეთამერიკელები გააქტიურდნენ, ვალენსიამ საპასუხო გოლი გაიტანა, შემდეგ პლატას დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ევროპელები პასიურობდნენ, თითქოს ფრეზე თანახმა იყვნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ამ ჯგუფს 4-4
ბოლო ტური 29 ნოემბერს ჩატარდება: ეკვადორი სენეგალს, ხოლო ნიდერლანდები კატარს დაუპირისპირდება.
ალ რაიანი. „ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი“. 44 833 მაყურებელი
ნიდერლანდები - ეკვადორი 1:1
გოლები: 1:0 გაკპო (6), 1:1 ვალენსია (49)