სენსაცია - "ჯვაროსნების" მძლეველმა მაროკომ ბელგია დაამარცხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში მაროკომ, რომელმაც ტურნირის დაწყების წინ საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში სძლია, ბელგია 2:0 დაამარცხა და F ჯგუფში 4 ქულით გალიდერდა.

როგორც მოსალოდნელი იყო ბელგია თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და ბატშუაის გატანა მეკარე მუნირმა არ დაანება. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, კონტრშეტევებით პასუხობდა, პირველი ტაიმის დასასრულს ზიეშმა საჯარიმოდან კურტუას კარი დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მეორე ტაიმში ევროპელები ბევრს, თუმცა უსისტემოდ უტევდნენ, გოლები კი ისევ აფრიკელებმა გაიტანეს - ისევ ანალოგიურად საჯარიმოდან, ისევ ვერ გადაარჩინა თავისი გუნდი კურტუამ და
ამჯერად მსაჯმა წესების დარღვევა არ დააფიქსირა. თავი შეცვლაზე შესულმა „სამპდორიას“ ნახევარმცველმა საბირიმ გამოიჩინა. კომპენსირებულ დროში ბელგიელები აბუხლალმაც დაამწუხრა და მაროკომ სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს ხორვატია და კანადა დაუპირისპირდებიან.

დოჰა. "ტუმამა". 43 738 მაყურებელი
ბელგია - მაროკო 2:0
გოლები: 0:1 საბირი (73), 2:0 აბუხლალი (90+2)

მკითხველის კომენტარები / 25 /
რომ დავწერე მაროკო მშვენიერი გუნდია და ეს შედეგი არ უნდა გაგვიკვირდესთქო - ბევრმა დისლაიქი დამიწერა პოსტზე ))
ilar10N YouTube
27 ნოემბერი 2022 19:33
4
არაფრით არ ამართლებს ეს ჩვენს უსუსურ თამაშს მაროკოსთან
giga
27 ნოემბერი 2022 21:00
2
ამ ხალხის გამკვირვებია. მაროკომ ჩვენ მოგვიგო და ბელგიას რა უზამდა. )))
ჰაჰა
27 ნოემბერი 2022 21:47
3
მაროკომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძლიერი ნაკრებია. ფიფას რეიტინგის ოცეულთან კიარა ათეულთან მიახლოებული გუნდია...
merabi-1960
27 ნოემბერი 2022 19:43
2
არავითარი სენსაცია! მშვენიერი ნაკრებია მაროკო.კარგ შეკრულ გუნდს ბევრჯერ გადაუტეხია რეიტინგი მუხლზე.
ავჭალიდან
27 ნოემბერი 2022 21:04
2
აიი თურმე რა გინდთან წაგვიგია !! დღეს მაროკოს მოგება ნეიტრალურ ხალხში ალბათ ყველაზე მეტად სანიოლს გაიხარდა და გასაგებია რატომაც DD
zura222
27 ნოემბერი 2022 19:39
6
ღვთით ყველა ლომი მწყობრში გვყავდეს ძმებო და საქართველოს ნაკრები ბევრ ნაკრებს დაამახსოვრებს თავს!
ერი
27 ნოემბერი 2022 21:00
4
თქვენ კიდევ ამბობდით მარაკოსთან რატომ წავაგეთ მეორე შემადგენლობითო? აგერ ჯგუფიდან გადიან და მეორე შემადგენობა ისეთი გვინდა გვყავდეს, ჯგუფიდან გამსვლელ მაროკოსთან არ აგებდეს და ბელგიასაც უგებდეს. ძირითადით ამ ბელგიას რატომაც არ უნდა მოუგოთ? ორი თამაშია წვალობენ.
G.LA
27 ნოემბერი 2022 19:35
3
aranairi sensacia maroko uketesi gundia da moigo, marto saxeli nu ggoniat fexburti, kvelam iscavla tamshi da ganvitarda
ika
27 ნოემბერი 2022 19:16
1
მაროკოს კოსმოსური სიჩქარეები აქვს! კონტრშეტევებზე ნებისმიერს გაიგდებს წიხლში!
aburjga
27 ნოემბერი 2022 19:11
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული