Goal.com-ის ინფორმაციით, მიზეზი კამერუნელთა თავკაცთან, რიგობერი სონგთან მომხდარი გაუგებრობაა. წყაროს ცნობით, მთავარ მწვრთნელს ონანას სათამაშო სტილი არ მოსწონს, ასევე ის, თუ როგორ ირჩევს "ინტერის" მეკარე პოზიციას. გასახდელში სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც ონანა შესაძლოა, კამერუნის ნაკრებიდან სრულად მოიკვეთოს და მუნდიალზე აღარ ითამაშოს.
შეგახსენებთ, კამერუნისა და სერბეთის ნაკრებების დაპირისპირება 14:00 საათზე დაიწყება.
"მსოფლიო ჩემპიონატს კამერუნი მოიგებს" - ეტო'ოს საკუთარი ქვეყნის სჯერა