პორტუგალიამ ურუგვაის მოუგო და მერვედფინალშია - პირველი გოლი რონალდომ გაიტანა თუ ბრუნომ? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, H ჯგუფში, პორტუგალიამ ურუგვაი 2:0 დაამარცხა და პლეი-ოფში გავიდა.

პირველ ტაიმში პორტუგალია სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მომენტებს ვერ ქმნიდა. ურუგვაი დაცვაში იდგა და კინაღამ დაწინაურდა, როდესაც ბეტანკურმა ცენტრიდან დრიბლინგი განახორციელა, სამი მეტოქე ჩამოიცილა, მაგრამ გატანა მეკარე დიოგუ კოშტამ არ დაანება.

მეორე ტაიმი პორტუგალიამ აქტიურად დაიწყო. ჯერ შანსი ფელიქსმა ვერ გამოიყენა, შემდეგ კი ბრუნო ფერნანდეშის ჩაწოდებულ ბურთს რონალდო თავით თითქოს ოდნავ შეეხო და ანგარიში გაიხსნა. თუმცა გოლი ბრუნოს ჩაუთვალეს. ამის შემდეგ თამაში გაიხსნა, ორმხრივი
იერიშებით მიმდინარეობდა. სამხრეთამერიკული გუნდის მწვრთნელმა ალონსომ შეცვლაზე გომეში და სუარესი შეუშვა. პირველმა ბურთი ძელს გაარტყა, მეორემ მიზანს ვერ უწია, მერე დე არასკეატამ ვერ გამოიყენა შანსი, 90-ე წუთზე კი საკუთარ საჯარიმოში ბურთი ხელზე ურუგვაელ ხიმენესს მოხვდა, ბრუნომ პენალტი გამოიყენა და დუბლი შეასრულა. ის ჰეთ-თრიკთან ახლოს იყო, მაგრამ ბოლოს ბურთი ძელს გაარტყა.

ამ ჯგუფში 6 ქულით ლიდერი პორტუგალიაა, 3 ქულით მეორე ადგილზე განაა, თითო-თითო ქულა კი სამხრეთ კორეასა და ურუგვაის აქვთ.

ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები 2 დეკემბერს გაიმართება: ურუგვაი განას, ხოლო პორტუგალია სამხრეთ კორეას დაუპირისპირდება.

ლუსაილი. "აიკონიკი". 88 668 მაყურებელი

პორტუგალია - ურუგვაი 2:0
გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (54), 2:0 ბრუნო ფერნანდეში (90+2, პენ)

მკითხველის კომენტარები / 21 /
კრიშტიანო როგორც ყოველთვის აფრინდა მეკარე დააბნია და გოლიც გავიდა.თანაც ტრადიციულადაც არ აღუნიშნავს.საიდან მოიტანეთ რომ სხვისი გოლი მიითვისა.რონალდუს ნაკრებში იმდენი გოლი აქვს გატანილი რომ შეკრიბო მთელი არგენტინის ნაკრების ბოლო 10 წლის გოლები მაგდენს მაინც ვერ დააგროვებს.სხვისის მითვისება იქით მოიკითხეთ ვან დეიკის და ლევანდოვსკის ოქროს ბურთები რომ უსინდისოდ იყიდა.
ბოროტ სულებს
29 ნოემბერი 2022 11:10
7
მესის სექტა ინ ექშენ,ლაო ბიჭო ნოლია მესი ნაკრებშიო და იმბინებით?!!!არასდროს მომწონდა რონალდო ზედმეტი ეგოისტობის გამო,მაგრამ ეს ბიჭი ნაკრებში სულსა და გულს დებს ამიტომ იმსახურებს პატივისცემას,ბოლო 5 წელი მოსიარულე მესისგან განსხვავებით!!!
მიდიიი რონიი გააჩუმე სექტანტები!!
დავით
29 ნოემბერი 2022 11:05
9
კაცი სხვის გატანილ გოლს ასე სათავისოდ ზეიმობდეს, არ მინახავს ჯერ
დომენტი
29 ნოემბერი 2022 01:20
75
როგორ გეზიზღებათ უბრალოდ რონალდუ :დდდ მსოფლიო თასზე გოლს ვინ არ აღნიშნავს? თან ტრადიციული აღნიშვნით არც აღუნიშნავს :დდ ნუ ხართ დაბოღმილები დატკბით თამაშებით და თუ იცით ნერვებს მოიშლით თამაშს ნუ უყურებთ, ტყუილად ნერვებს ნუ გაიფუჭებთ თორემ ამ მსოფლიოზე კიდე არაერთხელ მოგიწევთ მსგავსს მომენტებე ნერვების მოშლა
Nika
29 ნოემბერი 2022 12:03
4
ბრუნომ გაიტანა. ჩვენც დავინახეთ და ყველა საიტმაც დაწერა უკვე.
G.LA
29 ნოემბერი 2022 01:10
3
თავისი წვლილი შეიტანა მეკარე დააბნია მარა ბურთს არ შეხებია საერთოდ. და ასე აფერისტულად აღნიშვნა მთელმა მსოფლიომ ნახა რომ აფერისტია თან გუნდელს ართმევს გოლს.
Bruno
29 ნოემბერი 2022 03:06
74
ნათელი მაგალითი რაშვება სახელი და წარსული ,თვალებსაც კი ატყუებს.ტიპი საერთოდ არ შეხებია ბურთს და კომენტატორები შოკში ჩავარდნენ ;ვაიმე რა მაგრად დაარტყაო ))))))))
დავითი
29 ნოემბერი 2022 10:13
5
რონალდოს გოლის აღნიშვნა ერთი მაინც უნდა გქონდეთ ნანახი - მარტო აღნისნავს ყოველთვის და არასდროს გარბის თანაგუნდელისკენ. აქ კი ბრუნოსკენ გაიქცა ხელებგაშლილი და გატანილ გოლს ზეიმობდა. ეს გოლი არც ვრუნოს გაუტანია, მაგრად ჩააწოდა და რონალდო ვერ შეეხო, მაგრამ გოლი შეიქმნა მისი მოქმედებით. ასე რომ ეს გუნდური გოლია და არც ბრუნოს აღუნიშნავს საკუთრად და არც რონალდოს.
???
29 ნოემბერი 2022 08:24
2
რონალდო რომ შეხებოდა რონალდოს გოლი იყო!
რონალდო ბურთზე რომ არ ამხტარიყო, გოლი არ გავიდოდა! მეკარე მოიგერიებდა!
რონალდომ თავის საქმე გააკეთა და გოლი თავის სტილში არ აღნიშნა!
ისე წესი არაა თორემ: ნახევარ-ნახევარი გოლი, რომ ჩაუთვალონ ორივეს მაგარი "მართლობა" იქნება არა?
თემური
29 ნოემბერი 2022 12:30
23
აბა როლანდო რისი როლანდოა, რომ სხვისი გოლი არ მიითვისოს?
გია
29 ნოემბერი 2022 09:54
50

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული