"ნამდვილი ლომი არასდროს კვდება" - სენეგალის ფეხბურთელებმა დიოპი გაიხსენეს

AutoSharing Option
გუშინ, 29 ნოემბერს, მუნდიალის A ჯგუფში ბოლო, მე-3 ტურის მატჩები გაიმართა. სენეგალმა ეკვადორი (2:1) დაამარცხა და ისტორიაში მეორედ, მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს.

აფრიკელებმა გამარჯვება პაპა ბუპა დიოპს მიუძღვნეს, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ, 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.

მატჩის შემდეგ სენეგალელმა ფეხბურთელებმა ხელში ბანერი დაიკავეს წარწერით: "ნამდვილი ლომი არასდროს კვდება".

დიოპი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ქომაგებს განსაკუთრებით 2002 წლის მუნდიალიდან უნდა ახსოვდეთ, როდესაც საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო და მისი ლიდერობით "ლომები" მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა,
სადაც თურქეთის ნაკრებთან (0:1) დამარცხდა.

Sportall.Ge

დიოპი სხვადასხვა დროს "გრასჰოპერსის", "ლანსის", "ფულემის", "პორტსმუთის", აეკ-ის, "ვესთ ჰემისა" და "ბირმინგემის" ღირსებას იცავდა.

შეგახსენებთ, სენეგალის ნაკრები მერვედფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 4 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altნიდერლანდებმა და სენეგალმა მერვედფინალის საგზურები მოიპოვეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული