10 ოქტომბერს, ბრაზილიისა და სენეგალის ნაკრებების ამხანაგური მატჩი 1:1 დასრულდა.
კოპა ამერიკაზე გამარჯვების შემდეგ ბრაზილია ჯერ კოლუმბიას დაუზავდა (2:2), შემდეგ პერუსთან დამარცხდა (0:1), შემდეგ კი სენეგალს ვერ მოუგო.
ნეიმარმა "სელესაოში" მე-100 მატჩი ჩაატარა, მაგრამ თავი ვერაფრით ამოიჩინა. სამაგიეროდ, გამოიჩინეს პრემიერლიგის მოთამაშეებმა: ანგარიში ჟეზუსის პასით ფირმინომ გახსნა, ხოლო შესვენებაზე გასვლის წინ მანე საკუთარ საჯარიმოში მარკინიოსმა წააქცია და პენალტი "ბრისტოლის" თავდამსხმელმა დედიუმ გაიტანა.
13 ოქტომბერს ბრაზილია სინგაპურში კიდევ ერთ შეხვედრას ჩაატარებს - ნიგერიას დაუპირისპირდება.
სინგაპური. "ნაციონალი"
ბრაზილია - სენეგალი 1:1
გოლები: 1:0 ფირმინო
(9), 1:1 დედიუ (45+1, პენ)
ბრაზილია: ედერსონი, დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, ალეკს სანდრო (ლოდი 79), არტური (მატეუზინიო 68), კაზემირო, გაბრიელ ჟეზუსი, კოუტინიო (რიშარილსონი 72), ნეიმარი, ფირმინო (ევერტონი 59)
სენეგალი: გომისი, კოლი, სანე, კულიბალი, გასამა, გუიე (ნდიაიე 79), კუიატე (სიდი სარი 66), მანე, დიატა, ისმაილა სარი (ტიუბი 90+3), დედიუ (დიალო 78)