აფრიკელებმა გამარჯვება პაპა ბუპა დიოპს მიუძღვნეს, რომელიც ზუსტად 2 წლის წინ, 29 ნოემბერს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
მატჩის შემდეგ სენეგალელმა ფეხბურთელებმა ხელში ბანერი დაიკავეს წარწერით: "ნამდვილი ლომი არასდროს კვდება".
დიოპი აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ქომაგებს განსაკუთრებით 2002 წლის მუნდიალიდან უნდა ახსოვდეთ, როდესაც საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო და მისი ლიდერობით "ლომები" მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა,
დიოპი სხვადასხვა დროს "გრასჰოპერსის", "ლანსის", "ფულემის", "პორტსმუთის", აეკ-ის, "ვესთ ჰემისა" და "ბირმინგემის" ღირსებას იცავდა.
შეგახსენებთ, სენეგალის ნაკრები მერვედფინალში ინგლისს დაუპირისპირდება. მატჩი 4 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ნიდერლანდებმა და სენეგალმა მერვედფინალის საგზურები მოიპოვეს [VIDEO]