კანელო მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ შეცდა და მესის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთზე უფრო მეტი ყურადღება სკანდალებსა და შეკვეთილ და დაფინანსებულ პოლიტიკურ ინსინუაციებს ეთმობა. თუმცა კრივში 4 სხვადასხვა კატეგორიაში მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, 32 წლის მექსიკელი საულ ალვარეს კანელო მართლაც აღშფოთდა იმის გამო, რომ არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების მატჩის შემდეგ (2:0) გასახდელში "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლეო მესიმ მექსიკის დროშას ბუცის გახდისას ფეხი დააბიჯა.

კანელომ "ტვიტერზე" დაწერა: "ნახეთ, როგორ გაწმინდა იატაკი მესიმ ჩვენი მაისურით და დროშით? ღმერთს ევედროს, რომ მას არ გადავეყარო".

სენსაციების მოყვარულებმა კი გაიხარეს და ლამის
მუნდიალის მთავარ თემად აქციეს, მაგრამ მოკრივე მიხვდა (თუ მიახვედრეს), რომ მართალი არ იყო და პლეი-ოფის დაწყებამდე არგენტინელს ბოდიში მოუხადა.

"ბოლო დღეებში მე ჩემი ქვეყნის სიყვარულის გამო საკუთარ თავს არ ვგავდი და შეუსაბამო კომენტარები გამოვაქვეყნე. ამიტომ მინდა მესისა და არგენტინელებს ბოდიში მოვუხადო.

ჩვენ ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობთ და ახლა ჩემი ჯერი დადგა.

მე დღევანდელ მატჩებში ორივე გუნდს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ ბოლომდე მექსიკას ვუგულშემტკივრებთ".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ამ ბლერს შეეეშინდა პონზინიბიომ(არგენტინელი ოქტაგონის მებრძოლი) რომ უპასუხა თუ ჩხუბი გინდა მოდი მე მეჩხუგეო ! მოკრივეს ოქტაგონელ მებრძოლთან შანსი არა აქვს (ვინც ოქტაგონს უუყურებს დამეთანხმება) და შეეშინდა და უკან დაიხია DDD
zura222
01 დეკემბერი 2022 16:34
5
კანელო! რატომ დამწუხრე სეირის მოყვარული, ანტი მესისტები " ამაშიას" სექტიდან? ეგენი ხომ სულ მესის კრიტიკაში ხარჯავენ დროს?
"ამაშიებო" ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?
01 დეკემბერი 2022 12:48
1
ამიტომაა ის ფრაზა უკვდავი, მიმინოდან: სნაჩალა პადუმაი, პატომ გავარი...
!!!
01 დეკემბერი 2022 11:14
2
შენი ბოდიალის გამო, მესიმ პოლონეთი გაიტანა ნახევარფინალში, თორემ მესამესაც შეუგდებდა და მეოთხესაც, დაჩმორებულ პოლონეთს.
მალხაზ ჯობავა
01 დეკემბერი 2022 09:16
11
თავხედია ეგ რომ გაუბედა მესის. რაღაცეების არ ცოდნა არ ამართლებს მაგას
Bidzi
01 დეკემბერი 2022 08:04
7
დაგესევა სექტა
არდილეს
01 დეკემბერი 2022 10:51
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული