პოლონეთის ნაკრები ძლივს გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში, მაგრამ მისი მწვრთნელი ჩესლავ მიხნევიჩი საფრანგეთთან შეხვედრის წინ მთლად უიმედოდ არ არის.
"ჩვენი მომავალი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია, ძლიერია. ფრანგები ჩემპიონები არიან, ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა მათთვის პრობლემების შექმნაა.
ყველა საფრანგეთისა და ბრაზილიის ფინალზე ოცნებობს, მაგრამ ფრანგებმა ჯერ ჩვენ უნდა დაგვამარცხონ", - განუცხადა მიხნევიჩმა "ეკიპს".
პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს გაიმართება.
პოლონეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მერვედფინალური დაპირისპირება 4 დეკემბერს გაიმართება.