მსოფლიო ჩემპიონატზე E ჯგუფში ბოლო ტურმა სენსაციების მოყვარულებს იმედები გაუმართლა და თანაც, როგორ!
ესპანეთი იაპონიასთან, ხოლო გერმანია კოსტა-რიკასთან დებიუტშივე დაწინაურდა, თუმცა შესვენების შემდეგ აუტსაიდერებად მიჩნეულებმა ანგარიში არათუ გაათანაბრეს, არამედ დაწინაურდნენ კიდეც. საბოლოოდ გერმანიამ მოიგო, ესპანეთი დამარცხდა და იაპონია პირველ ადგილზე გავიდა, ესპანეთი - მეორეზე, გერმანია - მესამეზე, ხოლო კოსტა-რიკა - მეოთხეზე.
იაპონია ზედიზედ მეორედ გავიდა მერვედფინალში, გერმანია კი მეორედ ჩარჩა ჯგუფში.
პლეი-ოფში იაპონია ხორვატიას, ხოლო ესპანეთი მაროკოს შეხვდება.
მატჩები 5 და 6 დეკემბერს გაიმართება.
ალ ჰორი. "ალ ბაითი". 67 054 მაყურებელი
კოსტა-რიკა - გერმანია 2:4
გოლები: 0:1 გნაბრი (10), 1:1 ტეხედა (58), 2:1 ვარგასი (70), 2:2 ჰავერცი (73), 2:3 ჰავერცი (85), 2:4 ფიულკრუგი (90+1)
ალ რაიანი. "ხალიფა ინტერნაციონალ სტადიუმი". 44 851 მაყურებელი
იაპონია - ესპანეთი 2:1
გოლები: 0:1 მორატა (11), 1:1 დოანი (48), 2:1 ტანაკა (51)
რაც შეეხება ესპანეთს და გერმანიას, ჩემი აღქმით მსოფლიო ჩემპიონი იაპონიასთან, ტუნისთან ან მით უარესი საუდ. არაბეთან არ უნდა აგებდეს. მსოფლიო ჩემპიონის მომგებია ესპანეთი, საფრანგეთიც და არგენტინაც, მაგრამ ასეთი ჩემპიონობის მწვერვალზე ნახვა არ მინდა. დღეს იმედია ბრაზილიელებიც არ იჯამბაზებენ, თორემ ეს ჩემპიონატი ყველაზე გქვეშა@ვია გუნდების შეკრება იქნება ისტორიაში.
ეგ რომ არა სხვა გოლს გაიტანდნენ სამურაები. ესპანეთს წაგება უნდოდა.
ერთს ვერ ვხდები- ვინც თამაშობს ვერ იყო აზრზე რომ წააგებდა ამ ფსონით?
კიდევ დიდი სიურპრიზები იქნება აი ნახავთ