"თქვენს შკიპერ (ალბანელ) დედებს..." - სერბების მწვრთნელმა შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელებს შეაგინა

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, სერბეთის ნაკრების მწვრთნელმა დრაგან სტოიკოვიჩმა შვეიცარიის ეროვნულ გუნდთან მატჩისას, მეტოქის წარმოშობით ალბანელ ფეხბურთელებს შეურაცხყოფა მიაყენა, - იტყობინება "ბილდი".

როდესაც დუშან ვლაჰოვიჩმა გოლი გაიტანა და სერბები 2:1 დაწინაურდნენ, სტოიკოვიჩმა იყვირა: "მე თქვენს შკიპერ დედებს..."

ამის შესახებ, როდესაც მას შეხვედრის დასრულების შემდეგ ჰკითხეს, ასეთი პასუხი გასცა: "ხანდახან დაძაბულობა იქმნება, ცუდი სიტყვები წარმოითქმება და ამის მსგავსი სცენები ხდება".

შეგახსენებთ, შვეიცარიამ 3:2 გაიმარჯვა და პლეი-ოფში გავიდა, ხოლო სერბეთი ჯგუფში ჩარჩა.

ალბანელები საკუთარ ქვეყანას შკიპერის (Shqipëri) უწოდებენ.

მკითხველის კომენტარები / 29 /
ნაგავია ჩვეულებრივი ბრაზილიასთან როგორ იფურთხებოდა ვის მოსწონს ეს
ჯაბა
02:15 04-12-2022
13
შუაგულ სერბეთში მაგათმა შემოუღობეს კოსოვო და არ მიკვირს.... სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან გადაკიდებული ერთმანეთზე ალბანელები და სერბები.
ტოტიკა
12:28 04-12-2022
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული