ვენგერის აზრით, გერმანელთა წარუმატებლობის მიზეზი პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობაა

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილ მწვრთნელ არსენ ვენგერს მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ჯგუფში ჩარჩენის მიზეზად პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა მიაჩნია.

"მუნდიალზე ჩამოსვლისას ყველამ იცის, რომ პირველი მატჩის წაგება არ შეიძლება. გუნდები, რომლებსაც საკმაო გამოცდილება გააჩნიათ - მაგალითად, ინგლისი და საფრანგეთი - პირველი შეხვედრები კარგად ჩაატარეს. ისინი ფსიქოლოგიურად სათანადოდ იყვნენ მზად", - განუცხადა ვენგერმა The Athletic-ს.

იაპონიასთან პირველი ტურის მატჩის წინ სურათის გადაღებისას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა One Love-ის კაპიტნის სამკლავურის გამოყენების აკრძალვაზე პროტესტის ნიშნად პირზე ხელი აიფარეს და 1:2 დამარცხდნენ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
არსენ კაცი ხარ კაცური და სახელს ამართლებ ) მაგრამ სათქმელი უფრო გასაგებად უნდა თქვა--გერმანელები (და ზოგიერთი სხვებიც) მუნდიალზე სათამაშოდ კი არა ვიღაცეების უკანალების და პირების მხარდასაჭერად ჩავიდნენ @@
zura222
18:45 04-12-2022
5
არსენ ვენგერი მართლაც "არსენაა"
ზაქრო
18:56 04-12-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული