საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თავისი ქვეყნისა და პოლონეთის ნაკრებების მატჩის შედეგი გამოიცნო.
"ვფიქრობ, ჩვენ მოვიგებთ - 3:1! ლევანდოვსკი ერთს გაიტანს, ისევე როგორც მბაპე, შესაძლოა, ჟირუც, რომელსაც ისტორიაში შესვლა სურს. საფრანგეთის მესამე გოლის გატანა ჯოკერს შეუძლია", - განაცხადა მაკრონმა შეხვედრის წინ "პარიზიენთან" ინტერვიუში.