დიდიე დეშამი: აქ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატზე პოლონეთის დამარცხების (3:1) შემდეგ კომენტარი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დიდიე დეშამმა გააკეთა:

"დიახ, ჩვენ თავიდანვე ერთიანნი ვიყავით. შემდეგ ეტაპზე გასვლა ჩვენი მუშაობის შედეგია. აქ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ვაპირებთ დარჩენას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ოჯახებთან და ახლობლებთან ერთი საათის გატარებას შევძლებთ.

ადვილი არ იყო, რადგან პოლონეთს კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს და მაინც გავიმარჯვეთ. შესვენებაზე ზოგიერთი კორექტივების განხორციელება მოგვიწია. შემდეგ ყველაფერი მბაპეს მიერ პრობლემების გადაწყვეტის უნარზე იყო დამოკიდებული. ის ყოჩაღია".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნეტა რომელი ქვეყნის გულშემატკივრები იძახით აფრიკელები თამაშობენ საფრანგეთშიო . ყველა ქვეყანას ყავს წარმოშვებით სხვა ქვეყნიდან რომ არიან ისეთი ფეხბურთელები. საფრანგეთში დაიბადენ და ალჟირის სახელით არ თამაშობენ რა გასაკვირია. ნეტა ფლამარიონს ათამაშებდეს სანიოლი მაგას ვნატრობ მერე იტყვით ბრაზილიელიაო და არ ვათამაშოთო? ფუტზალში კიდე ნახევარზე მეტი ვრაზილიელი გვყავს
ტოტტი
08:44 05-12-2022
3

სიახლეები პოპულარული