ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და სანდო იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ სოციალურ ქსელში დაპოსტა, რომ "ალ ნასრის" მსგავსი შეთავაზება პორტუგალიელისთვის მართლაც გაკეთებული აქვს, თუმცა კრიშტიანო მთლიანად მუნდიალზეა კონცენტრირებული და მას თანხმობა არ განუცხადებია.
აღნიშნული ამბავი უარყო რონალდოსთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა პირს მორგანმა, რომელსაც სუპერვარსკვლავმა დაახლოებით 1 თვის წინ სკანდალური ინტერვიუ მისცა.
მორგანი აღნიშნავს, რომ გავრცელებული ცნობა სიცრუეა და
დღეს კი რონალდოს ახალი მისია აქვს დაკისრებული, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად მუნდიალის მეოთხედფინალში უნდა გავიდეს.