მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიამ სამხრეთი კორეა 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც 9 დეკემბერს ხორვატიას შეხვდება.
მატჩის დასრულების შემდეგ "სელესაოს" ერთ-ერთმა ლიდერმა რიშარლისონმა "ტოტენჰემში" თავის თანაგუნდელს პატარა და ემოციური წერილი გაუგზავნა.
"ვიცი, როგორც "იბრძოდი" იმისთვის, რომ აქ მოხვედრილიყავი. სწორედ ამიტომ ხარ გმირი შენი ხალხისთვის".
შეგახსენებთ, რიშარლისონი 3 გოლით "პენტა კამპეონეს" შემადგენლობაში საუკეთესო ბომბარდირია, მისი ბრაზილია კი ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია.
ო, რა კარგი იყავ სანახავადა - ბრაზილიამ სამხრეთ კორეას ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]
"ბოლომდე ვიცეკვებთ და ჩემპიონები გავხდებით" - ბრაზილიელებმა პელეს მხარდაჭერა გამოუცხადეს
"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა
საფეხბურთო ხატი, ვარსკვლავი და სამხრეთ კორეის მთავარი იმედი - ჰონ-მინ სონი