მაროკომ ესპანეთს გაუძლო, პენალტების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში მაროკომ ესპანეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

ამ მატჩის წინ აფრიკული გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰაკიმიმ თქვა, რომ ესპანეთს მათი შიში უნდა ჰქონოდა და ისტორიაში შესვლა და არაბული სამყაროს მენტალიტეტის შეცვლა სურს. მაროკოს ჩინებულად დაკომპლექტებულმა გუნდმა ჯგუფი მოიგო და ძალიან საინტერესო იყო, როგორ ითამაშებდა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებთან.

მოლოდინისამებრ, უპირატესობას ფავორიტად მიჩნეული „ფურია როხა“ ფლობდა. მაროკო თავს უნარიანად იცავდა, მეტოქეს სამოქმედოდ სივრცეებს მაქსიმალურად უზღუდავდა, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები იშვიათად იქმნებოდა. ყველაზე კარგი შანსი პირველი ტაიმის
დასასრულს მაროკოელ აგერდს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა.

მეორე ტაიმში ესპანეთი ბევრს და უშედეგოდ უტევდა. მწვრთნელმა ლუის ენრიკემ წინა ხაზის გასაძლიერებლად ჯერ ასენსიოსა და გავის ნაცვლად შეცვლაზე მორატა და სოლერი, ხოლო შემდეგ ფერან ტორესის მაგივრად ვილიამსი შეუშვა. თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და ცოტა არ იყოს, ნაკლებად სანახაობრივი გახდა. ბოლოს მაროკოელთა მეკარე ბონომ თავისი გუნდი გადაარჩინა, 0:0 და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა-ტაიმშიც აფრიკელები დაცვაში იდგნენ და კონტრიერიშისას პირისპირ გასულ ჩედირას გატანა მეკარე უნაი სიმონმა არ დაანება. ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ ესპანელმა სარაბიამ ბურთი ძელს გაარტყა. მაროკომ გაუძლო, საქმე პენალტების სერიამდე მიიყვანა, საბოლოოდ გაიმარჯვა (ბონომ ბუსკეტსსა და სოლერს არ გაატანინა, სარაბიამ კი ბურთი ძელს გაარტყა) და მეოთხედფინალში გავიდა.

მეოთხედფინალში მაროკო პორტუგალიასა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ალ რაიანი. "სიტი სტადიუმი". 44 667 მაყურებელი
მაროკო - ესპანეთი 0:0 (პენ 3:0)

მკითხველის კომენტარები / 31 /
ეს ის მაროკოა ვისთანაც ძირითადი შემადგენლობით შეგვეძლო სულ მცირე დიდი ანგარიშით არ წაგვეგო და ვინც ესპანეთი გააგდო, რომელიც ჩვენ ჯგუფში ფავორიტია. ამ გუნდს ჯერ მსოფლიოზე თამაში არ წაუგია. მოკლედ ცენტრს უნდა მივხედოთ და მჯერა უკვე სულ მცირე ევროპის საშუალო კერკეტი გუნდი ვართ, რომელსაც შესწევ ძალა ბევრ ფავორიტს უხერხულობა შეუქმნათ.
G.LA
06 დეკემბერი 2022 22:15
5
შეგძლებია ადეკვატური კომენტარების დატოვებაც ))))
რა მაფიაა?
07 დეკემბერი 2022 09:45
0
თურმე ჩვენი მოწინააღმდეგე მაროკო ამხანაგურ მატჩში უძლიერესი ყოფილა!
არადა 6 ძირითადის მოთამაშე ფეხბურთელი არ გვყავდა კვარას ჩათვლით...
ლაშა
06 დეკემბერი 2022 22:14
2
რაც დათესეს ის მოიმკეს ამ ვირთხებმა. ტიკიტაკას ხავი, ინიესტა და მესი ჭირდება.
ესენი არც თვითონ თამაშობენ, არც სხვას ათამაშებენ. სუფთა ანტიფეხბურთი იყო დღეს.
megreli44
06 დეკემბერი 2022 22:17
2
იი კაქი ელთი პერო არ გაგძვრეს რაა :)))
ჰეჰე
06 დეკემბერი 2022 22:34
14
ეჭვი არ მეპარებოდა რომ დაისჯებოდა ესპანეთი იმის მერე რაც გერმანიას ბოლო ტურში გაუკეთა!
ვერელი
06 დეკემბერი 2022 22:28
5
გერმანიამ თავისთავს გაუთხარა სამარე,ჯერ იაპონიასთან და მერე რო არ გახია კოსტა-რიკა თავიდანვე პირველი ტაიმი მოეგო 3-4 ბურთით და ვნახავდი მერე ვინ გავიდოდა ბოლოს ჯგუფიდან
ნიკო
06 დეკემბერი 2022 22:41
1
და ისე შენ რა გაგიკეთეს ეგეც თქვვი აბა.
ვერელ-ს
06 დეკემბერი 2022 22:35
5
ლუის ენრიკე ჩარჩენილია ტიკიტაკის დროში თან მაგარი ნაციონალისტია.8 ბარსელონელი წაიყვანა გუნდიდან რომელმაც ჩ.ლ-ის პლეიოფშიც ვერ გავიდა.ორი ტაიმი ბურთის ცენტრში გორაობა რა მოსაწონია.ან სერხიო რამოსი რატომ არ წაიყვანა თავით მოთამაშე მორატას გარდა არა ყავდა.
ეს რა ქნეს
06 დეკემბერი 2022 22:17
0
ბურთის ფლობით და გორაობით ვერ მოიგებთ ვერაფერს,მაგას სჭირდება 2 გენიოსი ხავი და ინიესტა,გაიგეთ ბოლო-ბოლო ამ საზიზღარმა სტილმა მოიტანა შედეგი იქ სადაც თამაშობდა ეს ხალხი....გვარდიოლა 3-ში ღერძი ბაიერნში,3-ში ღერძი სიტიში,დაჟე მესისთან ერთად 3-ში ღერძი ბარსელონა,ესპანეთიც იგივე დღეშია...ეს არ არის ფეხბურთი,ეს მაზოხიზმია,ანტიფეხბურთი და ნამდვილი მგლები მუდამ მოგიგებენ...მაროკო გენაცვალე მსოფლიოდან ეს მარაზმი რო მოისროლე და საღოლ 4 თამაში,2 მოგება,2 ფრე,1/4 ფინალი არ ვიცი რა ვთქვა ბრავო
ნიკო
06 დეკემბერი 2022 22:05
1
ის მიიღო რაც დაიმსახურაა... წაყატოს მიდე ნაკრებში ბალდეები და გავიებიი. ამ ფორმაციის ესპანეთში 8 ფეხბურთელი ყავს ბარსელონადან, იმ ბარსელონადან რომელიც ჯგუფში ჩარჩა ლიგაზე და ამათი იმედი ქონდა?? თან უმრავლესობას ძირითადში ათამაშებდა. ალკანტარა, რამოსი და რა ხალხი დატოვა ნაკრების მიღმა, ხოდა ღირსია რაც დაემართა, ალალი იყოს!!! რაის მომავლის ნაკრები და რაის მომავლის ფეხბურთელია გავი. ტიპი ისეთი უნიჭოა ჯარიმას იღებდა ყოველ ჯერზე. პირველ ტაიმში ესპანეთის 10 ჯარიმიდან 6 გავიმ აიღო და ეს არის მომავალიი?? ზე დონის უნიჭოა!!!
მურთო
06 დეკემბერი 2022 22:48
7
ასე იცის წინასწარ გათვლებით თამაშმა, არ ჯობდა გასულიყვნენ ბებერ ხორვატიაზე, მერე ბრაზილიათან თუ წააგებდნენ სახელიანთან მაინც წააგებდნენ.
გოგი
06 დეკემბერი 2022 22:08
1
გერმანელები არიან ეხლა მაროკოელებზე ბედნიერები ))))
ავთო
06 დეკემბერი 2022 22:12
1
ეს ჭკვიანური გათვლები, კარგი ბადის არჩევა და ესეთი მაიმუნობები მუდამ ესე მთავრდება, საერთოდ ჯგუფიდან არ უნდა გასულიყვნენ!
მსოფლიო ჩემპიონატია რა, გადი ყველა თამაში და ითამაშე ზედმეტობების გარდა, ეჰჰ ჯიგარი აღარ არის.
ყველაზე ძლიერ ალბათ ბრაზილია და საფრანგეთია, მაგრამ ყველაზე მონდომებული არგენტინააა, ამიტომ არგენტინას უსურვებ გამარჯვებას, სულ რომ ცუდად ითამაშონ, თავს მაინც არ ზოგავენ!!!
ზურა
06 დეკემბერი 2022 23:58
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული