6:1. პორტუგალია რონალდოს გარეშე უკეთესია - მისმა შემცვლელმა გუნდს ჰეთ-თრიკით და საგოლე პასით დიდებული გამარჯვება მოაპოვებინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიამ შვეიცარია 6:1 დაამარცხა.

2008 წლის შემდეგ რონალდო პირველად ვერ მოხვდა პორტუგალიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში. მწვრთნელმა სანტუშმა განაცხადა, რომ ეს არანაირად არ იყო დაკავშირებული სამხრეთ კორეასთან მატჩისას მომხდარ ფაქტთან და მხოლოდ ტაქტიკური გადაწყვეტილება გახლდათ. ერთი სიტყვით, კლუბის შემდეგ კრიშტიანოს პრობლემები ეროვნულ გუნდშიც შეექმნა - გაუბედეს და სასტარტოში არ დააყენეს.

ლუზიტანებმა თავიანთი ლიდერის არყოფნა არც შეიმჩნიეს. ჯერ რონალდოს ნაცვლად სასტარტოში დაყენებულმა „ბენფიკას“ 21 წლის თავდამსხმელმა რამუშმა მახვილი კუთხიდან დალაშქრა ზომერის კარი, შემდეგ კი ვეტერანმა პეპემ თავურით გაიტანა და
პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს. მეორე ტაიმში რამუშმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, საგოლე პასიც გააკეთა და საბოლოოდ პორტუგალიამ 6:1 გაიმარჯვა (ულამაზესი გოლი ლეაომაც გაიტანა). რონალდო შეცვლაზე 73-ე წუთზე შევიდა, გაიტანა კიდეც, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს.

10 დეკემბერს, მეოთხედფინალში, პორტუგალია მაროკოს დაუპირისპირდება.

- პორტუგალია მესამედ გავიდა მეოთხედფინალში და პირველად გაიტანა პლეი-ოფში 6 გოლი.
- რამუში მიმდინარე ტურნირზე პირველი ჰეთ-თრიკის ავტორია.
- პეპე მუნდიალების პლეი-ოფების ისტორიაში გოლის გამტანი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა - 39 წლის და 9 თვის.

ლუსაილი. "აიკონიკი". 83 720 მაყურებელი

პორტუგალია - შვეიცარია 6:1
გოლები: 1:0 რამუში (17), 2:0 პეპე (33), 3:0 რამუში (51), 4:0 გერეირუ (56), 4:1 აკანჯი (58), 5:1 რამუში, 6:1 ლეაო (90+2)

მკითხველის კომენტარები / 21 /
სამხრეთ კორეასთან რო იგებდა და რონის გაყვანის მერე წააგეს ეგ არაფერი? :)
Las
07 დეკემბერი 2022 08:06
4
მესისტები რა შუაშია ტიპი არც გაჩერდა თამაში რო მორჩა ეგრევე გავარდა გასახდელში ეგ კაპიტნის საქციელია ან კარგი ადამიანის?მაგას თავის თავის გარდა ყველა კიდია ქვეყანაც ნაკრებიც და გუნდიც 6-1 მოუგო გუნდმა მაგის ადგილას ვინც იყო იფრინა ტიპმა და ეს დაბოღმილი დადის მაინც რა მესისტები სიმართლეს შეხედეთ მაგარი ფეხბურთელია ოღონდ ბოღმა ადამიანი
07 დეკემბერი 2022 04:22
37
დაიწყეს მესისტებმა ყაყანი უკვე.რა ბანძები ხართ ეს უქნარა მესისტები მარტო რომ რონალდოზე ანთხევთ ამდენ სისულელეს.
opaa
07 დეკემბერი 2022 04:05
37
რონალდოს ბარსაში რა უნდოდა.ხომ არ გადააჭარბე?
Status quo
07 დეკემბერი 2022 03:33
25
მემგონი დღეს მიხვდა რომ დაბერდა რონალდო რა მაგრად შეცვალა, კიდე თუარ ათამაშებენ რონალდოს შეიძლება ფინალში გავიდნენ
Soso
07 დეკემბერი 2022 02:02
51
კრიშტიანოს გარეშე ეს გუნდი უკეთესია. მესი რო არგენტინას გამოაცალო ჯგუფში ჩარჩება. რონალდო რეალიდან წავიდა რეალმა ლიგა მოიგო. მესი ბარსადან წავიდა და ბარსა ლიგის ჩგუფში რჩება ორი წელია. განსხვავებას ამჩნევთთ?
ქართველი
07 დეკემბერი 2022 01:51
59
Ertad erti ramushia vinc gaibrwyina msoflioze. Argentina_portugaliis final gamiswordeboda.
Gia
07 დეკემბერი 2022 01:20
7
საფრანგეთს 1/2 ფინალში დაიფრენს ეს პორტუგალია, მარა ფინალში ბრაზილია მოიგებს და ჩემპიონი ბრაზილია გახდება.
G.LA
07 დეკემბერი 2022 01:20
13
ნუ გეშინია კრიშიტო, ეს ბიჭები კიდე მსოფლიოს მოგაგებინებენ ეხლა როგორც რეალში გაგებინებდნენ ხოლმე ლიგას ისე, და ვაფშე ფეხი ფეხზე გადაიდებ და კოფეს მოიდუღებ ხოლმე მერე. ბედში ჩავარდნილი კრისტინა
7-5
07 დეკემბერი 2022 01:07
68
მესის ცოლის გამო რო ჩუქნიდნენ ოქროს ბურთებს ეგ შენ არ იცი? 2010 წელს ინიესტას აახიეს მერე ვან დაიკს და ლევანდოვსკის.ფაშისტებივით ხართ მესისტები
7-5 ს
07 დეკემბერი 2022 04:06
24
ლეაუმ კიდე გოლი დაარჭო. ვიღაცამ სტატია თამაშის დამთავრებამდე დაწერა
Leao
07 დეკემბერი 2022 01:00
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული